• რეკლამა
  • კონტაქტი
14:51, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნებ ერთი ადგილი დააყენოთ!” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:56 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ყოფილი ძალოვანი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“იქნებ ერთი ადგილი დააყენოთ!

თავიდანვე მინდა ბოდიში მოვუხადო იმათ ვისაც ეს ფრაზა არც ეხება და არც მიიღებს საკუთარ თავზე, მაგრამ აი, იმათ ვისაც ეხება აუცილებლად ასე უნდა მივმართო: იქნებ ერთი ადგილი დააყენოთ!

• ეს იმ ხალხს ეხება, ვინც არიქა უკრაინა-რუსეთის ომი იწყება და ჩვენ ან იარაღს რატომ არ ვაგზავნით, ან რუსეთს პირდაპირ არ ვაგინებთო!

• კი, ეს იმათ ეხება, ვინც ფიქრობს, რომ ბუშტების და დროშების ფრიალით ომის მოგება შეიძლება!

• აი, იმ ხალხს ვინც ფიქრობს ამ დიდ თამაშში, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინაში შეჭრის სახით განვითარდა, საქართველოს რუსეთისთვის ნიღაბი (აი, ის რომელიც „ნაცებმა“ „ჩამოხსნეს“), ახლა სახეზე უნდა შემოეხიათ!

• აი, იმ ოპოზიციას, რომელიც ფიქრობს რაც უფრო აურევს პოლიტიკურ ველს, უფრო მალე შეცვლიან ხელისუფლებას, რომელი ქვეყნის და ვექტორის სასარგებლოდ კი სულაც არ აინტერესებთ!

• სხვათა შორის იმ უცხოელებსაც ეხება, რომლებიც ვითომ და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების სახელით, ხან ურეინტიგო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხან რევოლუციონერ-რადიკალ პარტიებს უჭერენ მხარს და მათთან ერთ მაგიდაზე დასხდომას გვთავაზობენ!

ერთ-ერთი ვარიანტი ნამდვილად არსებობს, რომ უკრაინის „ფრონტზე“ სიტუაცია შეიძლება ამდაგვარად შეიცვალოს:

• რუსეთმა ჯარები დისლოკაციის ადგილზე დააბრუნოს;

• ლუგანსკისა და დონბასის დამოუკიდებლობა აღიაროს;

• ხოლო უკრაინის NATO-ში არ შესვლის გარანტიებიც მიიღოს;

ჰოო, და რა ხდება მერე? უკრაინასთან მიმართებაში არ ვკითხულობ, იმედია თვითონ მოძებნიან თავის ადგილს და გზას (ისე,სადაც და თუკი ვინმე ძებნილია საქართველოში ყველას შეიფარებს და ზოგსაც თანამდებობაზე დანიშნავს, მეგობრობა რას ნიშნავს, მინიმუმ ვერ ვგებულუბ, ჩვენში დარჩეს რასაკვირველია).

მე, ჩემი ქვეყანა და სამშობლო მადარდებს და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ:

• ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მტკიცე და ქმედითი გარანტია უნდა მოგვცეს უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე;

• გვჭირდება ზუსტი საგზაო რუკა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;

• ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში უმკაცრესი ზომები გაატაროს საქართველოში შესაძლო რევოლუციურ-რადიკალური ქმედებების წინააღმდეგ;

• გამოძიებულ უნდა იქნას სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცების საკითხები (მაგალითად: ბელად სააკაშვილის დედის მილიონებით ქონება!);

• საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი ცილისწამების შესახებ;

• საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა განიხილოს ე.წ. ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი მედია ფეიკების, ტყუილების, პანიკისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ;

იმათ კი ვისაც ყავლი გაუვიდათ პოლიტიკაში (თან დიდი ხანია!), ვინ წლებია ვერც ერთ არჩევნებში ვერაფერს იგებს, თუ სხვა პარტიას არ ჩაუჯდა კალთაში, იმათ ვისაც ჰგონიათ ბუშტებით და დროშების ფრიალით რუსეთის შეშინება-დამარცხებაა შესაძლებელი, იმათ რომლებმაც დაამტკიცეთ, ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ არც არაფერ და ვერც ვერაფერს წარმოადგენთ არც შინ და არც გარეთ, ხომ არ სჯობია ერთი ადგილი დააყენოთ ?”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved