• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქითა მხარეს არის 7 მილიარდი, აქეთა მხარეს – ენთუზიაზმი; იქითა მხარეს – სუსი, პოლიცია და აქეთა მხარეს – ჩვენი მომავალი” – ბექა კობახიძ

ალია ავტორი - ალია
00:16 06-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
689
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“აქციის ორგანიზატორთა მხრიდან გამოცხადებული გეგმის კრიტიკაზე საუბარი ან კითხვის ნიშნების დასმა შეიძლება ვრცლად, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ, მეტადრე საჯაროდ.
არავითარი პირადული არ მამოძრავებს. აქციებზე ვდგავარ მხოლოდ რიგით მონაწილედ.
ამას არ უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები. მათი მხრიდან აქციის ორგანიზატორთა კრიტიკა ერთგვარი პრანჭვის/ეგოიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს და შედეგად მხოლოდ მოქალაქეთა მხრიდან პროცესისადმი ნდობის დაცემა ექნება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია.
ფაქტია შემდეგი: მრავალი წლის განმავლობაში, პოლიტიკოსებმა ვერ შექმნეს პროცესი, რომელიც პროტესტს დაძრავდა. ახლა პროცესი გვაქვს და სადღაც ოლიმპოს მხრიდან მისი კრიტიკა არაეთიკურიც არის და კონტრპროდუქტიულიც.
კრიტიკა და ალტერნატივის შეთავაზება, თუ ის კეთილგანწყობილია, პარტიებმა შეუძლიათ შესთავაზონ ორგანიზატორებს პირად შეხვედრებში. მგონი, ასეთი ხიდების შექმნას წინ არაფერი უდგას.
მე ასე მესმის აქციის მონაწილეთა მხრიდან დაყენებული მოთხოვნების ლოგიკა:
1. ვადამდელი არჩევნები თუ ინიშნება, ის არ უნდა ჩაატაროს არსებულმა ხელისუფლებამ თავისი ადმინისტრაციული რესურსით. ეს კონტრპროდუქტიული იქნება და მიგვიყვანს შვიდმილიარდიანი ბიძინას ხელახლა გამარჯვებამდე. ამიტომ, ჯერ უნდა გვყავდეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს საარჩევნო სუბიექტებს;
2. ფორმალურად, ასეთი მთავრობა იქნება დეოლიგარქიზაცია და ევროკავშირის მოთხოვნათა შესრულება;
3. ეს უფრო სწრაფად მისაღწევია, ვიდრე არჩევნები, მერე საარჩევნო კამპანია, მერე მთავრობის დაკომპლექტება და ა.შ. ესე იგი, ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდება დროულად და წივილ-კივილის გარეშე;
4. ცხადია, ბოლოს, დროებითი მთავრობა სახლში გაუშვებს ამ პარლამენტს;
5. ასე ჩვენ თავიდან ავიცილებთ რევოლუციას და სამართლებრივ ჩარჩოებში გაგრძელდება პროცესი. ასე ჩვენ ავიცილებთ ქართული ოცნების უმრავლესობის მხრიდან სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობას, რომ ხდება რევოლუცია და ეს რევოლუცია მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას დაემუქრება.
რასაკვირველია, ყველაფერი ასე ლამაზად და ინდური ფილმის სცენარით შეიძლება ვერ გამოვიდეს და იყოს კითხვები, მაგრამ მოკრიტიკეთა მორალური ვალია კრიტიკას ალტერნატიული და უკეთესი შეთავაზება მოაყოლონ და ეს გააკეთონ კონსტრუქციული მანერით.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მარათონი. არც 20, არც 24 ივნისს დამთავრებულა ოლიგარქია, ვერც 3 ივლისს დამთავრდება.
იქითა მხარეს არის 7 მილიარდი, აქეთა მხარეს არის ენთუზიაზმი და ქვეყნის სიყვარული; იქითა მხარეს არის სუსი, პოლიცია და ადმინისტრაცია, აქეთა მხარეს არის ჩვენი ყველას მომავალი.
ეს არის დავითისა და გოლიათის ბრძოლა, სადაც დავითმა უნდა გაიმარჯვოს.
ამ გზაზე, ამ მარათონზე, მთავარია რომ არ დავიღალოთ და გვჯეროდეს რომ გავიმარჯვებთ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ნუ შეასუსტებთ ამ რწმენას!”
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved