• რეკლამა
  • კონტაქტი
11:19, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქ ვიდექი, როდესაც გამოჰყავდათ დასისხლიანებული ქალები და კაცები” – ნინო ლომჯარია 20 ივნისზე

ალია ავტორი - ალია
18:19 04-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
549

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და “ქართულ ოცნებას” პასუხობს.

“რუსული პროპაგანდის ქართულ ბიუროებს 6 წლის მერე „აღმოუჩენიათ“, რომ სახალხო დამცველს ანგარიში აქვს დაწერილი 20 ივნისზე, სადაც პასუხია ყველა იმ კითხვაზე რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს.

რადგან ასე ძალიან ჩამორჩით მოვლენებს და აქამდე თურმე ჭურში ისხედით, არ დაგზარდებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

  • 20 ივნისის ღამეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში რუსი დეპუტატი იჯდა,  კობახიძე ბაქოში იყო გაქცეული,  წულუკიანი სტამბულის აეროპორტიდან გვაკვირდებოდა და ზოგიც ჩირგვებში იჯდა და  საქართველოს ღირსებას მხოლოდ ქართველი ხალხი იცავდა,  რასაკვირველია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივედი;
  • იქ ვიყავი, როდესაც დარბევა დაიწყო;
  • მოვუსმინე პრემიერის განცხადებას, რომ ტყვიებს არ იყენებდნენ;
  • იქ ვიდექი, როდესაც მოქალაქეებს სასწრაფოებთან გამოჰყავდათ დასისხლიანებული ქალები და კაცები;
  • ვნახე ჭრილობები, რომლებმაც გააჩინა ეჭვი, რომ მსგავსი დაზიანებები არ შეიძლება ყოფილიყო მიყენებული მხოლოდ გაზის კაფსულის გასროლით;
  • გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს;
  • ამაზე ხელისუფლების მხრიდან იყო სრული დუმილი, არავინ გამოდიოდა ხალხთან კომუნიკაციაზე;
  • იზრდებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე, აქციის მონაწილეების მიმართ მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების მასშტაბი;
  • საჭირო იყო სწრაფად მოქმედება, მივიღე გადაწყვეტილება პარლამენტში პასუხისმგებელი პირებისთვის მიმოწოდებინა ადგილზე არსებული მძიმე და უკონტოლო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია და მომეთხოვა ძალის არაპროპორციული გამოყენების შეწყვეტა;
  • პარლამენტის შენობაში დამხვდა პრემიერი ბახტაძე, შსს მინისტრი, „ოცნების“ დეპუტატები;
  • ვესაუბრე ყველას, ვისთანაც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, ვუთხარი, რა ხდებოდა გარეთ, რომ ტყვიებს იყენებდნენ, რომ ხალხი სახიჩრდებოდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ ძალის არაპროპორციული გამოყენება და ვინმეს აეღო პასუხისმგებლობა  ხალხთან კომუნიკაციაზე;
  • მაშინ, როდესაც ვცდილობდი გარეთ მყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი ჩუმად იყო და დუმილი მხოლოდ მაშინ დაარღვია, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება მთხოვა, რაზეც ჩემგან  საკადირისი პასუხი მიიღო;

20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შექმნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები, მოვინახულეთ 100-ზე მეტი დაკავებული, დაზარალებულები, დავადგინეთ გამოძების არაეფექტურობა, გავეცით კონკრეტული პირების მიმართ სს პასუხისმგებლობის დაყენების, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაციები.

ეს ანგარიში არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც 20 ივნისთან არსებობს, მაგრამ:

  • არც ერთ „ოცნების“ დეპუტატს, მათ შორის მათ, ვინც ახლა წულუკიანის კომისიაში ზის, არ დაუსვამთ არც ერთი შეკითხვა ჩემთვის აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით;
  • არც ერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვები მთავარი პროკუროსისთვის, ან შსს მინისტრისთვის ამ ანგარიშზე დაყრდნობით;
  • წულუკიანს, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო და სტრასბურგში მოპასუხე მხარე, არასდროს უკითხავს ჩემთვის, რა ვნახეთ, რა მოვიკვლიეთ, რა დავადგინეთ;
  • არც ერთ მათგანს არ მოუნახულებია დაზარალებულები, დაკავებულები;

20 ივნისს  წულუკიანისგან, კობახიძისგან  განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან და მათი ჩამოყვანილი კომუნისტი რუსი გავრილოვის გამო ხალხის დასახიჩრებისგან გადარჩენას ვცდილობდი.

უფრო მეტიც, ნოემბერ-დეკემბრის თვეში, 10 დღე რომ აქციის მონაწილეებს პოლიციის ფურგონებში აწამებდნენ, იქაც მივიდოდი და დავდგებოდი, ხარებასთანაც შევიდოდი, გომელაურთანაც და კობახიძესთანაც მოქალაქეების წამება რომ მემხილებინა და შემეჩერებინა. მე ასე ვხედავ დახალხო დამცველის მანდატს.

ქოცებს კი უნდათ ისეთი სახალხო დამცველი ვყოფილიყავი, ტელევიზორიდან რომ უყურებდა  დარბევას და მერე 6 თვის თავზე ანგარიშს გამოდებდა საიტზე. მაგრამ, მე ასე არ ვმუშაობდი. გავაკეთე მაქსიმუმი და ჩემი ჩართულობით იქნებ, მეტი ადამიანიც გადაურჩა თქვენი ხელით თვალების დათხრას, ან დაკავების დროს ცემას და პატიმრობას”, – წერს ლომჯარია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved