• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქ სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:16 06-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

„ავსტრიაში გასტრონომია, სასტუმრო, კლუბები, დასასვენებელი ობიექტები ყველაფერი გახსნილია და ამას ემატება „პირბადის გარეშე“ 1-ლი ივლისიდან.


პირბადე 1-ლი ივლისიდან მხოლოდ და მხოლოდ იქნება საზ. ტრანსპორტში და მუზეუმებში, რესტორანში არა, კლუბში არა, სასტუმროში არა.
ახლა მხოლოდ სასტუმროშია.

ავსტრიას აქვს ინციდენცი, ანუ 7 დღის მანძილზე ახლადინფიცირებულთა რაოდენობა 100.000 მოსახლეზე 7,6. ანუ, ეს ნიშნავს რომ, 100.000 მოსახლიდან დღეში 1 ახალი ინფექციაა. ავსტრიას ტურისტების ბუმი აქვს, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებს. და ეს უკვე მაისის დასაწყისიდან ანუ უკვე 2 თვეა. 

ეს ფაქტები დადეთ ახლა ერთ მხარეს. მეორე მხარეს კი დადეთ აი ეს ინფორმაცია – ავსტრიის ჯანდაცვის განცხადებით, ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% არის დამტკიცებულად და გენეტიკურად დელტა ვირუსი.

ახლა კი, მესამე მხარეს დადეთ აი ეს ინფორმაცია – მსოფლიო ჯანდაცვის და დიდი ბრიტანეთის ვირუსოლოგთა ვარაუდით, ინდური ვარიანტი დელტა ვირუსი არის განსაკუთრებით სწრაფად გადამდები. ამიტომ ჩაიკეტა დიდი ბრიტანეთი თუ იკეტება.

და კიდევ ერთი ინფორმაცია – მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, ინდოეთს 1 მილიონ მოსახლეზე ჰყავს 21.800 ახლადინფიცირებული და 281 გარდაცვლილი. შედარებისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს 103.000 და 1.861 არის შესაბამისი რიცხვები. გერმანიაში 44.500 და 1.090 ბრაზილიას საერთოდ 86.060 და 2.400. ანუ, იქ სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც.

თუ ასე „უსწრაფესად გადამდებია“, ავსტრიამ 15%-იანი დელტა ვირუსის ქვოტით, როგორ მოახერხა და ისე დაამუხრუჭა ინფექცია, რომ 7-დღიანი ინფექციის ინციდენცის რიცხვი 7-მდე დააგდო და ყველაფერს ხსნის?

ან დელტა ვირუსვარიანტი (და არა მუტანტი, რამეთუ, მუტანტია დამოუკიდებლად მოარსებე ცოცხალი ორგანიზმი და სხვა ყველაფერს მუტაცია, ანუ ვარიანტი ჰქვია) არ ვიცით, რა და როგორია ან ეს ინფორმაციაა გადაჭარბებული და გაურჩხულებული. ან ბრიტანეთია პანიკაში და მთელი მსოფლიო პანიკის ახალი სპირალისაკენ მიდის.

სხვათა შორის,  გერმანიის ყველაზე დიდი ბუნდესლანდის, 18-მილიონიანი ნორდრაინ ვესტფალენის ექიმთა ჟურნალში გამოქვეყნდა დიდი კვლევა, მთელი გასული წლისა და ამა წლის აპრილის ჩათვლით, რომელიც ეხება ბუნებრვ სიკვდილიანობას, კოვიდით სიკვდილიანობას, ჭარბსიკვდილიანობას და 80 წელზე ასაკოვან ადამიანთა რაოდენობას.

ბოლოდან დავიწყებ და თავიდანვე გეტყვით, რომ გერმანიაში დაახლოებით წლიურად 2,5-დან 3%-ით იზრდება 80 წელზე ასაკოვანთა ნაწილი და ეს ზრდა არ შეჩერებულა.
​
2017-დან 2021 წლის მაისამდე 80 წელს გადაცილებულთა ზრდა იყო წინა წლების მაქსიმუმი და შეადგინა 13%.

ზედმეტსიკვდილიანობა ამ გასული 16 თვიდან იყო მხოლოდ 4 თვე წინა წლებთან შედარებით და ეს თვეები იყო ორი ძლიერსიცხიანი ზაფხულის თვე შარშან და 2 ცივი ზამთრის თვე ანუ იანვარ-დეკემბერი.

საერთოდ კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაახლოებით, საშუალოდ 5%-ით იკლო, გარკვეულ თვეებში 15%-ითაც კი.

აი, იმ კვლევაში განსაკუთრებით უარყოფით კონტექსტშია მოხსენებული პანიკის თესვა და განსაკუთრებით ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტ ზოდერის საკმაოდ შავი გამოთქმა „წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ერთი თვითმფრინავი ვარდება ერთ დიდ ქალაქშიო“. აი, ამგვარი სიტუაცია არ ყოფილა და ავიაკატასტროფასთან შედარება უბრალოდ არასასიამოვნო უგემოვნებად ჩაუთვალეს ამ სახელმწიფო კვლევის ავტორებმა, ჰიგიენური და ინფექციური ინსტუტის დირექტორიატმა ნორდრაინ ვესტფალენის მიწის ქალაქ ესენიდან. იქაა ეს ინსტიტუცია განთავსებული.

ამ კვლევის ავტორების თანახმად, გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მთელ გერმანეულ სახელმწიფოზეც გამოკვლეული, ოღონდაც გერმანიის მასშტაბური კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულაო, შედეგები კი ზუსტად იგივეა, რაც ნრვ ს რურის მხარეშიო.

ანუ, ბუნდესრესპუბლიკური, ანუ საერთოგერმანული კვლევაც დასრულებულია, შედეგებიც იგივეა, ოღონდაც ჯერ არ გამოქვეყნებულაო.

ეს სტატია არის მხოლოდ ექიმებისათვის მისაწვდომი, ბოლო, მეშვიდე გამოცემაში და არაა არაპრინტულ სივრცეში. ალბათ რამდენიმე კვირაში იქნება. იმედი მაქვს, და გერმანიის მთლიან კვლევის შედეგებსაც დადებენ.

კიდევ ერთხელ, კვლევის ავტორია 18-მილიონიანი და ყველაზე დიდი ბუნდესლანდის ნრვს ეპიდემიოლოგიის ინსტუტი ქალაქ ესენში არსებული და მისი შეფები და სტატიის ავტორებია:
​
პროფესორი კარლ ჰაინც იოკელი
​
პროფესორი ანდრეას შტანგი
​
და კვლევის კოორდინატორია პრივატდოცენტი და ჰაბილიტირებული დოქტორი ამავე ინსტიტუტისა
​
ბერნდ კოვალი“

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved