• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იფიტება პროტესტი თუ სისტემა, სად ვართ ახლა ჩვენ? ” – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
13:08 05-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,452

,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ , ,,ფორმულასთან” განაცხადა:

,,ჩვენ კარგად თუ არ გავიაზრეთ, რა ტიპის ბრძოლაში ვართ, ყოველთვის ვიქნებით ამ გადაღლის, უკმაყოფილების, დეპრესიის მდგომარეობაში, რაც ბუნებრივია…

…ჩვენ არ ვართ იმ ბრძოლაში, რომ “ერთი მრავალრიცხოვანი აქცია გამოვა და იქ რაღაცა დამთავრდება”, არ არის ასეთი ბუნების ეს ბრძოლა. მე მესმის ეს ინერცია და დაღლილობაც, რომ “მოდი, გავიდეთ ყველანი ერთად და დავამთავროთ”, ოღონდ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ერთი გასვლა და ერთი დამთავრება არის, ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ, ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და ქართული ოცნების ინტერესებში

ჩვენი ბრძოლა არის არა ერთ-ორ დიდაქციიანი, არამედ, სპეციფიკური. რეჟიმის “მოხუთვა” დგას რამდენიმე რამეზე:

1. პოლიტიკური სპექტრი რეჟიმს არ აძლევს მოქმედების არეალს, არ ეკონტაქტება, აშვებინებსშეცდომებს, არ შედის მასთან კოლაბორაციაში, კონფორმისტულად არ იქცევა და არ ეძებს რაღაცა რბილ ადგილს პოლიტიკურ სისტემაში, უბრალოდ, უარყოფს, არ არსებობს ეს რეჟიმი.

2. მუდმივად ამყოფებს წნეხში, მუდმივი წნეხი არის საერთო აქტივისტურ-პოლიტიკური ამოცანა, მუდმივი წნეხი არის სადღაც დახვედრა, ამ ადამიანებს სოციალური ცხოვრება არ აქვთ, სადაც გავლენ, ყველგან აქვთ პრობლემა, აქ არის ბევრი კონკრეტული ამოცანა, რომელშიც პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ, მაგრამ წამყვანი არის აქტივისტები.

3. სანქციები, რომლებიც ასევე ხუთავს ამ რეჟიმს შიდა წნეხთან ერთად. ამ სანქციებზეც პოლიტიკურ სპექტრს ძალიან დიდი ამოცანა გვაქვს, სანქციები არ არის რაღაც უჯრა, რომელსაც გამოაღებ, იქ ყრია, აიღებ და მოიტან, ამ რთულ საერთაშორისო ვითარებაში მუდმივად გჭირდება დასაბუთება, მუშაობა, მიწოდება და ა.შ, მოკლედ რომ ვთქვა, ამ რეჟიმის დემონტაჟს სჭირდება მუდმივი, უწყვეტი, დაუღალავი, თანმიმდევრული, კოორდინირებული და სტრატეგიული მუშაობა, რომელიც გამიზნულია მათ მონჯღრევაზე.

დავსვათ კითხვა – იფიტება პროტესტი თუ სისტემა, სად ვართ ახლა ჩვენ?

ბუნებრივია, პროტესტში გადაღლაა, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ისტორიაში ასეთი თანმიმდევრული პროტესტი არ გვქონია, ჩვენ მუდამ გვქონდა რაღაც ერთჯერადი რეაგირება, მათ შორის ამ 12 წელიწადში, უფრო ადრე, ერთჯერადი რეაგირება, მაგრამ მაგრამ ასეთი ჯიუტი, მართლა უწყვეტი, მუდმივი და მრავალამხრივი პროტესტი ამ ქვეყანაში არ ყოფილა, ამიტომ, თავისთავად ეს უწყვეტობა უზრუნველყოფს იმას, რომ სისტემას არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას.

სანქციების პარალელურად ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, სადაც ეს პროტესტი გრძელდება, ხან დიდია, ხან პატარა, მაგრამ გრძელდება, ირყევა სისტემა. მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ვინმე მოვატყუო, რომ სისტემა დაქცევის ზღვარზეა, არა, ჩვენ ჯერ შუა ბრძოლაში ვართ, მაგრამ სისტემა ირყევა…

ფაქტს შევხედოთ – პროტესტი ჯიუტად გრძელდება, სანქციები გრძელდება და იმატებს, პოლიტიკური სპექტრი ჯიუტად დგას ავად თუ კარგად, მაგრამ არაღიარების, ართანამშრომლობის რეჟიმში, წნეხი არ ეშვება და ქართული ოცნება რას შვება? ერთი იმედი ჰქონდა -“ტრამპთან დავლაგდები, 20 იანვარიო”, ვერ დალაგდა. მეორე იმედი ჰქონდა, პროტესტი დამთავრდება ხან ახალ წელსო, ხან აღდგომასო, დამთავრდება, ამოიწურებაო, არ ამოიწურა. მესამე იმედი ჰქონდა, პოლიტიკურ სპექტრს შემოვათრევ პროცესშიო, ესეც არ გამოუვიდა. და რა ხდება, მიდის თვითონ ოცნების ხალხი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, რიჟვაძე, მერები, ეს არ არის თითო ადამიანის წასვლა, მთელი დაჯგუფებები მიდიან… ხომ ფაქტია, ეს სისტემა ისე ვერ ოპერირებს, როგორც ოპერირებდა

შესაბამისად, თუ ჩვენ თანმიმდევრულები დავრჩებით, ამ სისტემის ჩამოქცევა არის გარდაუვალი.“

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved