• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იპარავს თუ არა ივანიშვილი წყალს? – წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:04 07-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც ურეკში არსებულ წყალმომარაგების პრობლემებზე და შესაძლო კორუფციულ შემთხვევაზე იყო საუბარი, წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება.

“მთავარის” სიუჟეტის მიხედვით წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოყოფილი 85 მლნ ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფს” მოახმარა.

წყალმომარაგების კომპანიის განცხადება:

“დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია არის სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დაბა ურეკის მოსახლეობის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოიცავდა დაბა ურეკის (მაგნეტიტის), შეკვეთილისა და კაპროვანას ნაწილის წყალმომარაგების ქსელის გამართვას.

სისტემა გათვლილია 1500 აბონენტის მომსახურებაზე და ამჟამად, ქსელში ჩართულ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყველა აბონენტს წყალი შეუფერხებლად, 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება.

ურეკის მოსახლეობის ის ნაწილი- 200-მდე აბონენტი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აქვს წყალი, რამდენიმე წელია, საფასურის გადახდის გარეშე, წყალმომარაგებით სარგებლობს საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით და წყლით მათი უზრუნველყოფის გათვალისწინებით, არ იყვნენ ჩართული ახალ სისტემაში.

დაბა ურეკის წყალმომარაგების ახალი სისტემა მარაგდება 18 კმ მდებარე სათავე ნაგებობიდან და ის ფონდი „ქართუს“ მიერ მოწყობილ ჭაბურღილს არ უკავშირდება.

ტელეკომპანია მხოლოდ მოსახლეობის ნაწილზე დაყრდნობით, ასევე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ მიმართებაშიც.

სასტუმროს წყალმომარაგების ქსელზე დაერთება მოხდა მხოლოდ ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, მანამდე კი „პარაგრაფი“ წყლით მარაგდებოდა დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, ქსელში სასტუმროს ჩართვას ვერანაირი ზეგავლენა ვერ ექნება ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით მოსარგებლე მოსახლეობის წყალმომარაგებაზე.

დაბა ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის ფარგლებში, ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიაზე მოეწყო წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბო სადგური, 2 ახალი რეზერვუარი, 70 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და ამავე მოცულობის წყალარინების ქსელი, გაიბურღა წყალმომარაგების 7 ჭაბურღილი. პროექტის ღირებულებამ 64,8 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის შედეგად, ტურისტულად აქტიურ კურორტს, მისი არსებობის ისტორიაში პირველად, აქვს გამართული და თანამედროვე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved