• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსებ ხახალეიშვილი – „ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს“

ალია ავტორი - ალია
10:44 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ქართული ოცნება – დემკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახაბერ ბოჭორიშვილთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მერობის კანიდატმა აღნიშნა, რომ წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს. აქედან,  25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება. მისი თქმით, ქალაქისთვის საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგება გასულ წელს მერად არჩევის დღიდან დაიწყო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი საქმიანობის მთავარი აზრი სწორედ ქუთაისის თანაბარი განვითარება იქნება.  

„გასულ წელს წინასაარჩევნოდ დაგპირდით, რომ ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტს შემოვიყვანდით. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლითაც ქუთაისელების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა უზრუნველყოფილი. კიდევ არაერთი დაპირება შევასრულეთ, რადგან სიტყვისკაცობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პიროვნული ღირებულებაა“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მისი თქმით, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფი შენარჩუნდება, განახევრებული ტარიფებით, კი ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, სტუდენტები, სკოლისა და ბაგა-ბაღების  პედაგოგები, ხოლო უფასოდ იმგზავრებენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ოჯახის წევრები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ადამიანები.

„ჩემს გუნდთან ერთად, ნიკეასა და ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი რეკრიაციული ზონა მოეწყო, მოწესრიგდა შიდა ეზოები და სკვერები, განთავსდა ბავშვთა ატრაქციონები და სატრენაჟორო მოწყობილობები, რომელთა ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დასრულდა ახალი შემოვლითი გზის სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ერთმანეთს ქალაქის 4 მსხვილი უბანი დაუკავშირდა“- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული იდეა განათლებაა, ქუთაისი, კი ამ ეროვნული იდეის მთავარი ქალაქია და სწორედ ამ სტატუსის დასამკვიდრებლად დაარსდა საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლითაც არა მარტო ჩვენი ქალაქი, არამედ საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

იოსებ ხახალეიშვილი დარწმუნებულია,  რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანაობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია იმ გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

„ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს“, – მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა მოსახლეობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved