• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინვესტორებმა შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ საქართველოდან” – ბრიტანეთის ელჩი

ალია ავტორი - ალია
17:58 07-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
439

„ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება ამ ეტაპზე დაპაუზებულია“, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა გადაცემა “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ინვესტორებს აშინებთ ძალადობა და დაშინების ფაქტები და ამბობს, რომ ბრიტანელი ინვესტორები უყურებენ, რა ხდება ქვეყანაში – “შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ”.

გაერთიანებული სამეფო საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ეს რიცხვები ცვალებადია, მაგრამ – ფაქტია, თქვენი უმსხვილესი ბანკები, კომპანიები ლონდონშია დალისტული, სხვა ბრიტანული ინვესტიციებიც არის ქვეყანაში – საინვესტიციო მხარეს საქართველოში მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვართ. ამ ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეულ მილიონობით ფუნტით შემცირდა იმ მღელვარების და არასტაბილურობის ფონზე, რაც რუსულმა კანონმა მოუტანა საქართველოს. ყველაზე მეტად რაც აწუხებთ ინვესტორებს – ძალადობის და დაშინების ფაქტებია.

ჩვენ დავგმეთ ასეთი ქმედებები, მაგრამ ბრიტანელი ინვესტორები, ინსტიტუციური ინვესტორები უყურებენ, რა ხდება ქვეყანაში, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებენ და შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ.

ყველა შთამბეჭდავი პერსპექტივის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მცირე ზომის ბაზარია. მსხვილ ინვესტორებს არ ჰყავთ იმ ტიპის ბაზრის სპეციალისტები, რომლებიც ძირეულად შეისწავლიან საქართველოს – როგორც თქვენ იცით, როგორც მე გავიგე ამ 4 წლის მანძილზე – როგორ აფასებენ ისინი ინვესტირების შესაძლებლობებს? უყურებენ პოტენციურად საინტერესო კომპანიების ფინანსურ ინფორმაციას და შემდეგ, უყურებენ საერთაშორისო პრესას, „გარდიანს“, „ეკონომისტს“, დღეს საქართველო კარგად არ გამოიყურება საერთაშორისო მედიაში. ისინი კითხულობენ არასტაბილურობის, ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების შესახებ. შედეგად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ინვესტიციებს.

ყველაზე მძიმე მთელ ამ ამბავში ის გარიგებებია, რომლებიც შეიძლება შემდგარიყო და არ შედგა.

ზუსტად ვიცი, თუმცა დეტალებში ვერ შევალ, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ – ყველაზე რბილად რაც შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას ის არის, რომ ისინი დაპაუზებულია. არა მხოლოდ იმ რისკების გამო, რაც უკვე მოხდა, არამედ იმ რისკების გამოც, რაც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვეს“, – თქვა ელჩმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved