• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინვალიდი დედის და ავადმყოფი ბებიის ერთადერთი მარჩენალი ვარ – ირაკლი ჩხვირკია

ალია ავტორი - ალია
12:34 10-11-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

ინვალიდი დედის და ავადმყოფი ბებიის ერთადერთი მარჩენალი ვარ, 20 ათასი ლარი ვალი მაქვს, ვცხოვრობ ქირით – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ეკა ბარბაქაძე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ.

მან სასამართლოს უთხრა, რომ 4 ოქტომბერს არც არავიზე უძალადია,არც ქვა უსვრია ვინესთვის, და არც არსად შეჭრილა.

ბრალდებულმა სხდომაზე დეტალურად მოყვა როგორ მოუწოდებდა სპეცრაზმელებს, რომ მოქალაქეებზე არ ეძალადათ და როგორ ჩაეძინა ბოლოს რუსთაველზე.

“სათქმელი ბევრი მაქვს მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა. ვიყავი ადგილზე კი ვადასტურებ, მაგრამ არც ქვა მისვვრია, არც პოლიციელი გამილახავს, არც არსად შევჭრილვარ. როდესაც ღობე დავინახე წაქცეული იყო და სპეცრაზმელები დაიძრნენ მოქალაქეების წინააღმდეგ მე მოვუწოდებდი სპეცრაზმელებს, რომ არ ეძალადათ მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ შემასხეს წიწაკის სპრეი გაზი ვეღარაფერს ვხედავდი. ეს არის ერთადერთი კადრი, თუ რამე იარსებებს ჩემ წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ ავედი რუსთაველზე, ვიპოვე პუფი სადღაც კიბეებზე დავჯექი და დამეძინა.

რომ გავიღვიძე დავინახე ის ე.წ ორგანიზატორები ნადირაძე და ზოდელავა. ვარ ერთადერთი მარჩენალი 2 ავადმყოფი ქალის ბებიის და დედის. 2 წლის ჩამოვედი საზღვაგარეთიდან საქართველოში იმისთვის, რომ მიმეხედა ამ ადამიანებისთვის. 20 ათასი ლარი ვალი მაქვს, ვცხოვრობ ქირით, თვითდასაქმებული ვარ, ხან ვტაქსაობ და ხან ტურისტები დამყავს. დედა არის 1 ჯგუფის ინვალიდი, ვერ დადის. არსად გაქცევას არ ვაპირებ ვერსად გავიქცევი. არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც ორგანიზატორებთან არც აქ მყოფ პირებთან. პაატა ბურჭულაძისთვის ერთხელ მაქვს ხელი ჩამორთმეული. ცხოვრებაში არავიზე მიძალადია. არ მესმის რა ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული”- თქვა ირაკლი ჩხვირკიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved