ინვალიდი დედის და ავადმყოფი ბებიის ერთადერთი მარჩენალი ვარ, 20 ათასი ლარი ვალი მაქვს, ვცხოვრობ ქირით – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ეკა ბარბაქაძე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ.
მან სასამართლოს უთხრა, რომ 4 ოქტომბერს არც არავიზე უძალადია,არც ქვა უსვრია ვინესთვის, და არც არსად შეჭრილა.
ბრალდებულმა სხდომაზე დეტალურად მოყვა როგორ მოუწოდებდა სპეცრაზმელებს, რომ მოქალაქეებზე არ ეძალადათ და როგორ ჩაეძინა ბოლოს რუსთაველზე.
“სათქმელი ბევრი მაქვს მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა. ვიყავი ადგილზე კი ვადასტურებ, მაგრამ არც ქვა მისვვრია, არც პოლიციელი გამილახავს, არც არსად შევჭრილვარ. როდესაც ღობე დავინახე წაქცეული იყო და სპეცრაზმელები დაიძრნენ მოქალაქეების წინააღმდეგ მე მოვუწოდებდი სპეცრაზმელებს, რომ არ ეძალადათ მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ შემასხეს წიწაკის სპრეი გაზი ვეღარაფერს ვხედავდი. ეს არის ერთადერთი კადრი, თუ რამე იარსებებს ჩემ წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ ავედი რუსთაველზე, ვიპოვე პუფი სადღაც კიბეებზე დავჯექი და დამეძინა.
რომ გავიღვიძე დავინახე ის ე.წ ორგანიზატორები ნადირაძე და ზოდელავა. ვარ ერთადერთი მარჩენალი 2 ავადმყოფი ქალის ბებიის და დედის. 2 წლის ჩამოვედი საზღვაგარეთიდან საქართველოში იმისთვის, რომ მიმეხედა ამ ადამიანებისთვის. 20 ათასი ლარი ვალი მაქვს, ვცხოვრობ ქირით, თვითდასაქმებული ვარ, ხან ვტაქსაობ და ხან ტურისტები დამყავს. დედა არის 1 ჯგუფის ინვალიდი, ვერ დადის. არსად გაქცევას არ ვაპირებ ვერსად გავიქცევი. არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც ორგანიზატორებთან არც აქ მყოფ პირებთან. პაატა ბურჭულაძისთვის ერთხელ მაქვს ხელი ჩამორთმეული. ცხოვრებაში არავიზე მიძალადია. არ მესმის რა ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული”- თქვა ირაკლი ჩხვირკიამ.
კომენტარები