• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინტუბაცია მარტივი გზაა, დააძინე, ასუნთქე და მიეცი რემდესევირი და კორტიზონი – კლავს ასეთი გამარტივება!” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:24 08-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“2000 იანი წლებიდან მოყოლებული გერმანულენოვან ქვეყნებში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ,,ტკიპათი,, გამოწვეული ენცეფალიტის, ,ე.წ. ,,ადრეზაფხულის ენცეფალიტის,, ელიმინაციაზე, აღმოფხვრაზე.

ისევე როგორც ჩუტყვავილა, წითელა, აი ასე უნდოდათ ამ ენცეფალიტის ამოძირკვა, რომელიც განსაკუთრებით 40 წლის გარშემო ასაკის და ბუნების მოყვარულ, ბუნებაში მოსეირნე ადამიანებს უჩნდებათ ამ ,,ტკიპას,, კბენის შემდეგ.

2015 წელს გამოქვეყნდა ავსტრიის დიდი კვლევა ამ გამომწვევზე.

მანამ კი, ავსტრიამ სამაგალითოდ აცრა თითქმის ყველა ასაცრელი და აცრის მაჩვენებელი იყო 85%.

ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 30ჯერ შემცირდა, თუმცა, ვერც წითელასა და ჩუიტყვავილას ქვოტებს ვერ მიაღწია

ეს კვლევა მაშინ ამ სახელით გამოქვეყნდა

Frühsommer-Meningo-Enzephalitis (FSME) und FSME-Schutzimpfung in Österreich: Update 2014

აი ესაა სუმარული, დასკვნითი აზრი და მესიჯი ამ კვლევისა

ციტატი

,,ავსტრიის წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის შედეგად შესაძლებელი გახდა ენცეფალიტის გაკონტროლება. უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიური ავადმყოფობის რაოდენობა 50 დან 100მდეა.

ვაქცინაციის პროცენტი მოსახლეობაში 85%ია.

ენცეფალიტისათვის, ისევე როგორც ტეტანუსისათვის მოქმედებს დაავადების კონტროლის, დაავადების ელიმინირების პრინციპი.

გამომწვევის ელიმინირება, მისი მოსპობა შეუძლებელია. აცრას გააჩნია მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა, მაგრამ არა ჯოგური, კოლექტიური იმუნიტეტი.,,

,,Durch die erfolgreiche österreichische Impfstrategie konnte die FSME weitgehend unter Kontrolle gebracht werden. Seit vielen Jahren gibt es 50 bis 100 Erkrankungsfälle pro Jahr.

Die Durchimpfungsrate der Bevölkerung liegt derzeit bei 85 %.

Für die FSME gilt, wie bei Tetanus, das Prinzip der Krankheitskontrolle bzw. Krankheitseliminierung: Der Erreger kann nicht ausgerottet werden und die Impfung bewirkt einen Individualschutz, aber keine Herdenimmunität.

,,TBE is a public health problem well under control in Austria because of a mass vaccination programme. There have been 50–100 registered cases per year for many years, the vaccination rate of the population is currently 85 %.

For TBE applies the same as for Tetanus, namely the principle of disease control or disease elimination: The virus cannot be eliminated and vaccination provides individual protection. ,,

არის დაავადებები და გამომწვევები, როცა აცრას საკმაოდ კარგი ჯგუფური, კოლექტიური იმუნიტეტი აქვს.

ამგვარი აცრებია ე.წ. დასუსტებული ვირუსით ან მკვდარი ვირუსით აცრები.

ამგვარი აცრების დროს ორგანიზმი ინფიცირდება ძალიან სუსტად და ხდება ამ გზით, ანუ ინფექციის მსუბუქი ფორმით გადატანის გზით იმუნიზირება.

ეს კი ადამიანს ახალი ინფექციისაგან იცავს და ამით პროფიტაბელური, მომგებიანია მისი თანამოქალაქისათვისაც, რამეთუ ინფექციის გადაცემისა და გავრცელების ჯაჭვი წყდება.

ეს პროცესი ხდება კორონას თუ ადრეზაფხულის ენცეფალიტის დროს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს.

ეს ენცეფალიტის ვაქცინაც ითვლება ,,მკვდარ ვაქცინად,, ოღონდაც, არ მოქმედებს ისე, როგორც სხვა მკვდარი ვაქცინები.

ეს რეალობაა და სანამ რაიმე უფრო ეფექტური არ იქნება, გვიწევს თანაცხოვრება.

ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია.

ჯერ ერთი და კი ითვლება ბაიონტექ ფაიზერის აცრა და მოდერნა ,,მკვდარ აცრად,, მაგრამ, ყველამ იცის რომ ეს არაა მკვდარი ვირუსიდან დამზადებული აცრა, არამედ მოდელირებულია და დიზაინირებულია, რნმ ვაქცინაა.

ვექტორული ვაქცინებიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს.

ამიტომაც,

კორონას შემთხვევაში აცრა რჩება ინდივიდუალურ დაცვად, მძიმე ავადმყოფობისაგან დაცვად და არა ინფექციის გამომწვევის მიღებისაგან დაცვად.

ერთადერთი ჯგუფი, ვინც ამ ინფექციის მიღებისაგან დაცულია და ჯერჯერობით, ამ განვლილი 18 თვის მანძილზე დაცულად რჩება 99,84%ის ალბათობით, ესაა ვირუსგადატანილი და არამძიმედ სხვა დაავადებებით დაავადებული ადამიანი.

აი ესაა ჯგუფური იმუნიტეტისათვის მნიშვნელოვანი რგოლი და ასეთი ყველა ქვეყანაში თითქმის, სადღაც 5 დან 8%მდეა.

ამიტომაც,

როცა ვამბობთ, რომ ,,კორონას დროს კოლექტიური იმუნიტეტი არ მოქმედებსო,,

უნდა დავამატოთ, რომ

არ მოქმედებს იმიტომ, რომ აცრა არ გიცავს ინფექციის მიღებისაგან და ამიტომაც არ გააჩნია რაიმე ეფექტი კოლექტიურ იმუნიტეტზე.

აცრა გიცავს ინდივიდუალურად და პიროვნულად.

აცრილი არის დაახლოებით 80% დან 90%მდე უფრო დაცული მძიმე დაავადებისაგან, ვიდრე აუცრელი.

აცრილი აუცრელს ბევრად ვერაფრით არგებს

და

აუცრელი აცრილს ვერაფერს ვერ ავნებს.

აუცრელი ვნებს ჯანდაცვის სისტემას, ასუსტებს მის ინტაქტურობას და ბოჭავს სამედიცინო პერსონალს, თუკი მძიმე ფორმით დაავადდა.

ამიტომაა აუცილებელი მსუბუქი ფორმით ინფიცირებულთა სწორი მართვა და არა აქციონიზმი, არა იზოლატორების ჯგუფად შერეკვა სადღაც სასტუმროებში, არამედ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, სუფთა გარემო.

აცრილი ნაკლებადაა ავად, ხანმოკლედაა ავად და ამით რგებს საკუთარ თავსაც და ჯანდაცვის სისტემასაც.

აი ესაა ფქტები.

მე მესმის, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა

ისრაელი

ავსტრალია

ტაივანი

ახალი ზელანდია

და ალბათ ჩინეთიც, თუმცა ჯერ არ გაუმხელია ასე აშკარად

გადაწყვიტეს ვირუსის მოსპობა, ელიმინირება, გაქრობა

ახლო მომავალში ეს შეუძლებლად მიმაჩნია,

ამაზე მზერის გაყინვა და ამ თემის გაფეტიშება, ამ თემის ყველაფრის საზომად აღზევება მიმაჩნია ადამიანის წინაშე დანაშაულად.

ისრაელს რომ ქვეყანა იმუნიზირებული ეგონა და ახალი ინფექციები როცა დადგინდა, იქ 40%ზე მეტი უკვე ორჯერ აცრილი ადამიანი იყო ავადმყოფთა სორის.

მათ მოახერხეს ასე დაბალი სიკვდილიანობის მიღწევა ოპტიმალურად ავადმყოფის მოვლით.

ამ 18 თვის პანდემიის მერე, როგორმე ხო უნდა შეიგნონ განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, რომელთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის 50 დან 60%ს კორონათი გარდაცვლილი შეადგენს,

რომ უმთავრესია დაავადებისა და მძიმე შემთხვევების მართვა.

არაა გამოსავალი რომ ,,ავიყვანე მართვით სუნთქვაზე და მეტი რა ვქნაო,,.

არასწორია ასე საქმის გამარტივება.

ამ პრობლემას არა გამარტივება, არამედ მარტივ მამრავლებად დაშლა და თითოეულ კომპონენტზე რეაგირება უნდა.

არ არსებობს ერთი იდეალური და უნივერსალური მიდგომა თუ გამოსავალი,

აი ეს უნდა შევიგნოთ ყველამ ერთად.

ექიმმაც და უბრალო მოქალაქემაც და ხელისუფალმაც.

უნდა დადგინდეს კლინიკებში ჰიგიენის და პაციენტის მართვის სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა შემოწმდეს.

უნდა დადგინდეს დიაგნოსტიკის სტანდარტები და არა ისე, გააკეთე ტესტი, დადებითია, კორონაა, მიუწერე ფილტვს რაღაცა ქულები და მერე მიაწვები სტეროიდებს და ჟანგბადის მიცემას, ისე, რომ სხვა კვლევას არ ატარებ, არ ფიქრობ სხვაზე.

არ შეიძლება ადამიანი აიყვანო ინტუბაციაზე და არ იფიქრო მისი იმ სიტუაციიდან გამოყვანის გზაზე.

ინტუბაცია მარტივი გზაა, დააძინე, ჩართე აპარატი, ასუნთქე და მიეცი რემდესევირი და კორტიზონი.

არაა ასე მარტივი და კლავს ასეთი გამარტივება.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved