• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
19:39 06-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

“ა.წ. 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის გაღიზიანებას, დასტრესვას და საქართველოში კოვიდ პანდემიის წარმატებულ მართვაზე ჩრდილის მიყენებას”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მან მოსახლეობას მოუწოდა, ისარგებლონ მხოლოდ მისი პირადი ან სამსახურის ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით. 

“ზუსტად ამ დღეს მე ვიმყოფებოდი ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონის კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები.ეს შეხვედრა გაშუქდა ტელევიზიების საშუალებით, სადაც მე სრულიად საპირისპირო შინაარსის ოპტიმისტური განცხადებები გავაკეთე.ჩვენ არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებს და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ რათა, ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.შედეგიც სახეზეა – საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ მანძილზე ყველანაირი შეზღუდვები იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ხოლო ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მხოლოდ მინიმალური დროით.და ამას ქვეყანამ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც დაბალია.შემდგომში არასასიამოვნო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვთხოვ ისარგებლონ მხოლოდ ჩემი პირადი ან სამსახურის (ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი) ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით და ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის ინტერნეტ პლატფორმებს”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved