“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია:
“სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება შირმაა, რათა საზოგადოების ყურადღება მთავარი საკითხიდან ამაზე გადავიდეს.
მთავარი საკითხი კი სასამართლოა.დაჩქარებულად იხილება კანონპროექტი, რითაც იუსტიციის საბჭოს ეძლევა უფლება რაც უნდა ის უქნას მოსამართლეს და ეს გააკეთოს საბჭოს წევრთა უბრალო უმრავლესობით (ნაცვლად 2/3 -ისა).ამას გარდა იუსტიციის საბჭოს წევრებს არ ექნებათ ორვადიანი შეზღუდვა.
ესაა მთავარი თემა, ქოცები სხვა რამეს ამისაგან ყურადღების გადასატანად აკეთებენ.
რიგით მეორე მნიშვნელობის ცვლილება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია, რომლის ერთ ერთი ნაწილი საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდვას ეხება. ვერ გავაჩერებთ, მაგრამ ინფორმაციას გაწვდით.”

კომენტარები