• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტება კოვიდინფიცირების მატებაზე – “მოუწოდებენ, რომ წესები არ დაიცვან”

ალია ავტორი - ალია
13:44 11-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა:

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა და მე აქ არ ვგულისხმობ არჩევნების დღეს, ვგულისხმობ იმ სამწუხაროდ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, აქციებს, რომლებიც არა მარტო არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით, ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის სახით იყვნენ პირბადის გამოყენებისკენ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.

პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს, საარჩევნო პროცესსაც, პოლიტიკურ პროცესსაც. აქედან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება ან შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ელემენტარულად, ასეთი ტიპის აქციები გვქონდა ქუჩაში.

აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას და მეორე მხრივ, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც ასევე სჭირდება გარკვეული პერიოდი“

“ალია” შეგახსენებთ, რომ სინამდვილეში ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაისში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც უამრავი კონსტიტუციური უფლებს, მათ შორის, შეკრების – გაუქმება შეუძლია, ასე რომ სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არაფერი საერთო კონსტიტუციასთან არა აქვს, თორემ, ამ პრინციპით, გადაადგილების თავისუფლებაც კონსტიტუციური უფლებაა!

თეგები: მაია ცქიტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved