• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, სიცრუეა და ემსახურება მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას – მერია

ალია ავტორი - ალია
11:40 11-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება ნობათის გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად, დარჩება ნობათის გარეშე. საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. მაგალითად, 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა ორი კალათი, 4-5-სულიან ოჯახს – სამი კალათი, 6-7-სულიან ოჯახს – ოთხი კალათი და ა.შ.

სულადობის მიხედვით ნობათების გაცემის პრაქტიკა მოქმედებს უკვე არაერთი წელია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, გახდა გაცილებით მრავალფეროვანი, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ აღნიშნული შემადგენლობის მქონე რამდენიმე ნობათს. პროდუქტების რაოდენობა განსაზღვრულია ისე, რომ მისი მოხმარება შეძლოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანმა. შესაბამისად, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია თანხებს ზოგავს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved