• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქვეყანაში ყველაფერი ისევ გაძვირდა –საქსტატი

ალია ავტორი - ალია
16:21 10-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

ცოტა ხნის წინ საქსტატმა ფასების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა:

პურ-პროდუქტები 33%, რძე, ყველი და კვერცხი – 23% , ზეთი – 21% – ქვეყანაში ყველაფერი ისევ გაძვირდა. მონაცემების თანახმად, წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.

შარშანდელთან შედარებით  ფასები ყველა პროდუქტზეა გაზრდილი. გაძვირდა არა მხოლოდ საკვები  პროდუქტები, არამედ  ბინის ღირებულება, მანქანის შენახვა და ტრანსპორტი.

საქსტატის მონაცემებით,  წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

პური და პურპროდუქტები + 32.8%
რძე, ყველი და კვერცხი + 23.3%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 22.5%
ზეთი და ცხიმი + 21.2%
ყავა, ჩაი და კაკაო + 18.9%
თევზეული + 16.5%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.8%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9.8%
ხილი და ყურძენი + 9.6%;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც 1.69%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2%-იანი მატება, რაც 1.18%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 24.3%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8%).

ეკონომისტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისედაც დაბაშემოსავლიან მოსახლეობას გაზრდილი ფასები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.

ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პრობლემა კიდევ ამ 11.5%-ში არის ის, რომ ყველაზე მეტად ფასები იზრდება სურსათზე. საშუალო ზრდა სურსათზე არის 17.17 % ცოტა მეტი და მ 17%-ში  თითქმის 1/3-ით არის გაზრდილი პურზე ფასები, პური, რძე, ყველი, კვერცხი,ასეთ რაღაცეებზე უფრო დიდი ტემპით იზრდება ფასები, რაც განსაკუთრებთ პრობლემაა საქართველოს კონტექსტში, იმიტომ,რომ ამ ქვეყნის დიდი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი ანუ ღარიბი და მათთვის პურზე , ყველზე, კვერცხზე და რძეზე გაზრდილი ფასები არის პრობლემური, იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ვეღარ ყიდულობენ, – ამბობს სოსო ბერიკაშვილი. 

თეგები: ინფლაციასაქსტატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved