• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინგლისში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

ალია ავტორი - ალია
11:24 01-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ინგლისში დღეიდან ახალი საყოველთაო „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, რომელიც სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, – შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.

ამასთან, სკოლები და კოლეჯები იხურება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. რესტორნებს შეუძლიათ მომხმარებლებს საკვების მიწოდების სერვისით მოემსახურონ. იხურება გოლფის მოედნები, ტენისის კორტები და ღია ტიპის სპორტდარბაზები.

ახალ შეზღუდვებზე საუბრისას ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალი კვირები ურთულესი იქნება. მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მის შესაჩერებლად დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ფაზაში შედის.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 407 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით, საერთო ჯამში, 2 713 563 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 75 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved