• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინდური შტამი საქართველოშია – “კლინიკებს, რომელიც კოვიდს ებრძოდნენ იანვარში და დეკემბერში, თანხები დღემდე არ მიუღიათ”

ალია ავტორი - ალია
20:29 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მთავრობას, სწრაფი გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სამოქმედო გეგმის დროული შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

 ენმ-ს წევრი, გიორგი ჩალაძე:

საქართველო ინდურ შტამსაც ხვდება ისე, როგორც კოვიდის პირველ შემთხვევას, ისევ მოუმზადებელი, ისევ ჭორაობით, ისევ არაპროფესიონალიზმით. ყველაზე მთავარია, რომ პოლიტიკოსი იყოს პასუხისმგებლობიანი და მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო. შესაბამისად თუ რამეს იძახის პოლიტიკოსი ამის დამადასტურებელი წყაროს მითითება უნდა შეეძლოს. ჩემთან ეს ანალიზი არ ჩატარებულა, ლუგარში ეს ანალიზი არ ჩატარებულა, შესაბამისად, თუკი სადმე, მესამე პირმა რაიმე ანალიზი ჩაატარა საიდანაც დაადგინა შტამი, ეს მხოლოდ მისასალმებელია და უნდა შემოწმდეს ხარისხი.

 ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ სურგულაძე:

პრობლემა ის არის რომ ისევ მოუმზადებლები ვართ, ისევ პრობლემა გვაქვს ადგილების – განსაკუთრებით თბილისში. რა მომზადებაზე ვსაუბრობთ როცა დღემდე ბევრ კლინიკას, რომელიც კოვიდს ებრძოდა იანვარში, დეკემბერში თანხები არ მიუღია კოვიდ მომსახურების.

“ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოანი:

ამ კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელია დეტალური გეგმის არსებობა, ჰოსპიტალური საწოლების მობილიზების, პირველადი ჯანდაცვის მობილიზების, 112 და ოჯახის ექიმის კიდევ ერთხელ გადამოწმების და გამართული მუშაობისთვის. ძალიან ცუდი ტენდენციაა მცირედი, მაგრამ მატება გარდაცვლილთა რიცხვის, ამასაც კარგი ანალიზი და სწრაფი რეაგირება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ.

ინდური შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გაავრცელა, დღეს კი პარლამენტის დეპუტატმა, ლადო კახაძემაც იგივე თქვა. მას მალევე გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე და თქვა, რომ ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დასტურდება ინდური შტამი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვირუსის ამ სახეობის მატარებელი ადამიანები არიან.

თეგები: გიორგი ჩალაძევატო სურგულაძევახტანგ კალოიანიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved