2 წლის ანიტა ფაცაციას შესახებ თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ინდოეთშიც ლოცულობენ ანიტასთვის!
გუშინ ღამის ექთანს უთქვამს მარიკოსთვის ანიტა ვნახეთ ფეისბუქზე და ვიცით რაც ხდება საქართველოშიო. ჩვენ, მთელი რეანიმაციის ექთნები, ვლოცულობთ მისთვისო. ხვალ ეკლესიაში წავალ და ვილოცებო და მარიკოს აჩვენა რაღაცა ფიგურა, ესაა ჩვენი ღმერთიო. რაც ანიტა ჩემი პაციენტია მას მერე ვიყიდე და ვლოცულობო.“
კომენტარები