• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო ხუთეულში მოხვდა – ფინანსთა მინისტრის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
15:03 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე და აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით.

პრეზენტაციის დროს, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან მიიმართა დამატებითი თანხები პანდემიის წინააღმდეგ – ესაა ჯანდაცვა, მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერა.

პანდემიაზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის ნაწილში გამოიყო დამატებით 420,0 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი. ბიზნესის მხარდაჭერაზე გამოიყო მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი. განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათები, რომლითაც სარგებლობს 33 ათასზე მეტი კომპანია, 425 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე.

მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. RS.GE-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება.

ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა შემოსავლების სამსახურის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მისი თქმით, პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას.

პრეზენტაციაზე ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა. მისი თქმით, 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დაბრუნებული გადასახადები თითქმის გაოთხმაგდა. როგორც მან აღნიშნა, 2020 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. შექმნილია სრულად ავტომატიზებული დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა, როდესაც მეწარმეს მოთხოვნის გარეშე უბრუნდება მისი კუთვნილი ზედმეტობა. ავტომატური დაბრუნების სისტემით, პირველივე თვეში ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი. ახალი სისტემა, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ასობით მილიონი ლარის ფინანსურ აქტივზე შეუფერხებელ წვდომას და მისი ეკონომიკური ეფექტით იგი უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოსავლების სამსახურში განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრაციების დიაგნოსტიკური შეფასება. შეფასების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია შეფასების 14 ინდიკატორი. საჯარო ფინანსების გამჭირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, საქართველო კვლავ იმყოფება სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.

საშუალოვადიან გამოწვევებად ფინანსთა მინისტრმა დაასახელა მთავრობის ვალის შემცირება, დეფიციტის შემცირება, კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

თეგები: ივანე მაჭავარიანიფინანსთა სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved