• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინაშვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს და შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოს, კობახიძესა და მკოიანს ადებს ხელს

ალია ავტორი - ალია
04:29 05-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს სკანდალურ ვიდეოს, სადაც ჰყვება, მისი პარტიის წევრ, სამველ პეტროსიანისა და “ოცნების დეპუტატ” ენზელ მკოიანის დაპირისპირების შესახებ.

ინაშვილი ამბობს, რომ მკოიანს შეიარაღებული ბანდა ჰყავს და ამ ბანდას განსაკუთრებით ააქტიურებს არჩევნების წინ და არჩევნებისას.

ირმა ინაშვილი ხელს ადებს შსს-ს და პროკურატურას და ამბობს, რომ ისინი მკოიანის ბანდის დანაშაულებს არ იძიებენ და საქმეები თაროზეა შემოდებული, თუმცა, თუ საქმე მაინც წავა სასამართლოში, იქაც მოსამართლე დაიჭერს მკოიანის და მისი მეგობრების მხარეს.

გუშინ მკოიანმა განაცხადა, რომ ეს მას ესროლა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა პეტროსიანმა სამჯერ, თუმცა, არც მკოიანი და არც ინაშვილი არ საუბრობენ იმაზე, რას მოჰყვა დაპირისპირება და რა ვერ გაიყვეს მკოიანმა და პეტროსიანმა?

ირმა ინაშვილი ხელს ადებს ასევე ირაკლი კობახიძესაც და ამბობს, რომ იგი იცავs მკოიანის “ბანდას”.

რა უნდა ვქნათ ჩვენ, მოქალაქეებმა, როცა პოლიტიკური პარტიის წევრებიც არ არიან დაცულნი? როცა პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ შსს, პროკურატურა, სასამართლო და მმართველი გუნდის ლიდერებიც კი დამნაშავეებს იცავენ? – რა უნდა ვქნათ უბრალო ადამიანებმა, რომლებსაც, იარაღის ტარების უფლებაც კი არა გვაქვს?

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ იარაღი, რომლითაც მკოიანის ნათესავი ისროდა – საქმიდან გააქრეს და მის მაგიერ საქმეში გამოჩნდა იარაღი, რომელიც არ არის ცეცხლსასროლი და თან დაზიანებულია. იქვე გვაჩვენებს ნატყვიარ სახლსა და მანქანას და ამბობს, რომ ამდენი ნატყვირის მიუხედავად, პოლიცია ვერ “პოულობს გილზებს”.

ვიდეოში კიდევ ბევრი საინტერესო და დამაფიქრებელი კადრია:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved