• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი… დაინტერესებული ჯგუფები” – რის თქმას ცდილობს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

ალია ავტორი - ალია
19:08 05-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უნივერსიტეტი საუბრობს გარედან იმიპორტირებულ პოლიტიკურ სარბიელზე, თუმცა, არ აკონკრეტებს ვინ და როგორ მოახერხა სპორტსმენების, სტუდენტების, დედების, მამების, სკოლის მოსწავლეების, მეცნიერების, კურიერების და ზოგადად, ლამის ყველა სფეროს გაერთიანება, უნივერსიტეტი წერს დაინტერესებულ ჯგუფებზე და არც ამ დაინტერესებულ ჯგუფებს აკონკრეტებს, იქნებ, იმიტომ სწორედ, რომ იმდენი ჯგუფია, ვერც ჩამოთვლის?

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რექტორის, ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ურყევ პოზიციას – საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია უალტერნატივო პროცესი. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო, შეინარჩუნა და განავითარა – „მამული, ენა, სარწმუნოება“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ამდენად, თქვენ ვერ მოიყვანთ თუნდაც ერთ მაგალითს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის ან პედაგოგებისთვის შეეზღუდა სამოქალაქო აქტივობა – ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივს ვცემთ. ასევე, ვაცხადებთ, რომ უნივერსიტეტის ვალდებულებაა გაითვალისწინოს ყველა სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის ინტერესები და უზრუნველყოს უწყვეტი სასწავლო პროცესი.

მტკიცედ გვჯერა, რომ უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც საზოგადოებაში არსებული ყველა საჭირბოროტო პროცესის შესახებ აზრთა აკადემიური დუღილი მიმდინარეობს და არ არის გარედან იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი სხვადასხვა მოტივაციით დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

საქართველოს უახლესი ისტორია დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის გმირული ბრძოლის მაგალითია. 80-90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის არც ერთ ეტაპზე, ლიდერებს სტუდენტებისთვის არ მოუწოდებიათ ჩაეშალათ სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქტივისტი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არადა, იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ავანგარდში იყვნენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმეს დღეს, 9 აპრილს, გამთენიისას, როცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, სასტიკად მოკლული 21 ადამიანიდან, ხუთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული იყო.

დღეს, ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნისთვის განათლება და მეცნიერება არის ის ფუნდამენტი, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევრებსა და სტუდენტებს გზას უხსნის ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცისკენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოს გლობალურ კვლევებსა და კოლაბორაციებში, როგორიცაა: შვეიცარიაში – CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტები, იაპონიაში – KEK-ის და J-PARC-ის COMET ექსპერიმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში – FERMILAB-ის LBNF/DUNE ექსპერიმენტი, გერმანიაში იულიხის ცენტრთან მიმდინარე ერთობლივი კვლევები და სხვა. მომავალში, ეს პროცესები სწორედ თქვენი, განსწავლული და ერუდირებული ახალგაზრდების მონაწილეობით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა იყოთ.

ნებისმიერ განსაცდელსა თუ კარიერული განვითარების ეტაპზე უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის გვერდით დგას. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალშიც! კომუნიკაცია არ წყდება, მიუხედავად ახალგაზრდების სამოქალაქო პოზიციისა – ისინი ყველანი ჩვენი სტუდენტები, ჩვენი შვილები არიან! ამის ნათელი მაგალითი არის დღეს, 16 მაისს თუ უფრო ადრე, მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სტუდენტებთან შეხვედრები და დიალოგი”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

„მართლა გეპეი ხართ…“ „რა ხარისხიანი განათლებააა????!!!!!! დასაჭერია ნახევარი ადმინისტრაცია კორუფციის და ნეპოტიზმის წუმპეა მთელი უნივერსიტეტი!!! კორუმპირებულებო!!!!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved