• რეკლამა
  • კონტაქტი
12:42, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმნაძე ითხოვს, რომ ის და გამყრელიძე კი არა, ხალხი ვაკრიტიკოთ – “ნამუსიც კარგი საქონელია…”

ალია ავტორი - ალია
00:23 10-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა:

„ქვეყანაში ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია. რაც შეეხება აჭარას, კონკრეტულად კი ბათუმს, სიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა ვისაც სჭირდება სტაციონარული მომსახურება ისინი ამ დახმარებას იღებენ და ამის პრობლემა არ შექმნილა.

მაშინ რა უნდა თქვან ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს ოპოზიციის ლიდერებმა?! ნამუსიც კარგი საქონელია რა. სიტუაცია მართული იყო თავიდანვე და კორონას მარტო საქართველო ვერ გააჩერებდა. სანამ კორონა დედამიწაზეა, საქართველოშიც იქნება.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა ინფიცირებულთა არამზარდობა. ახლა როცა აჭარაში ამდენი პაციენტია, მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ მკურნალობის მხრივ. ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი გაუჭირდათ ამის მართვა, საავადმყოფოებში ადგილები არ ჰქონდათ.

მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს ბათუმში, რომ თითოეული არის გმირი. ყველა მათგანი მაქსიმუმს აკეთებს. დიდი მხარდაჭერაა აჭარის მთავრობიდან, ბატონი თორნიკე რიჟვაძის მხრიდან, რომელიც ყველაფერშია ჩართული და მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება.

იყო პრობლემები ტესტირებაზე, როცა პასუხები გვიანდებოდა, მაგრამ ყველაფერი დასტაბილურდა.

მინდა მივმართო მათ, ვინც მედიკოსებს აკრიტიკებს, ხომ არ იქნებოდა უკეთესი იმაზე ისაუბრონ, რომ დღესაც კი ბათუმში ბევრი ადამიანი არ იცავს დისტანციას და პირბადეს არ ატარებს.“

მოკლედ, რომ ვთქვათ, პაატა იმნაძეს სურს, მედიკოსები კი არა, ხალხი ვაკრიტიკოთ, მაგრამ მას, როგორც ყოველთვის ბევრი რამ ავიწყდება და “ალია” სიამოვნებით შეახსენებს:

  1. ხალხი მედიკოსებს არა, ბატონო პაატა, ჩინოვნიკ ამირან გამყრელიძეს და ჩინოვნიკ პაატა იმნაძეს აკრიტიკებს, თუ არ ხართ ჩინოვნიკები და გვეშლება?
  2. ბათუმში, სვანეთში, გურიაში წასვლასა და დასვენებას ისტერიულად გვთხოვდით ზაფხულში ყველანი, გადაახვიეთ და ნახეთ!
  3. როცა ჩინოვნიკები, მინისტრები პირბადის გარეშე საღამოებს მართავენ, პარკებს ხსნიან უამრავ ხალხთან ერთად დისტანციის დაუცველად – ამის შემდეგ, რთულია ხალხი დააჯერო, რომ პირბადე და დისტანცია აუცილებელია – ამას “ალია” თვეებია უკვე გიმეორებთ, მაგრამ, გესმით?
  4. როცა სახლში ვისხედით, თქვენ დაგვპირდით, რომ იმუშავებდით, ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის, ექიმები არ გადაგიმზადებიათ, საწოლფონდი 4040 საწოლიდან 600-ზე ჩამოგიყვანიათ და მერე საწოლ-საწოლ ეძებეთ, ლაბორატორიები არ გადაგიმზადებით და პირველივე მატებაზე ტესტების პასუხები გერეოდათ – რა გააკეთეთ მთელი ზაფხული?
  5. სინდისიც კარგი საქონელია და ქვეყანაში საქონელიც აღარ არის დარჩენილი, ხალხი დაამშიეთ, რომელი ევროპის ქვეყნებს ედრებით, ეკონომიკა ბოლომდე ჩაძირეთ და მოხუცთა თავშესაფრებში გაქვთ ახლა ვირუსი გავრცელებული, ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოხუცთა თავშესაფრებშიც ტურისტი ხომ არ შეგეპარათ? ევროპის რომელმა ქვეყანამ ჩაკეტა ყველაფერი 8 თვის მანძილზე ბოლომდე და კიდევ აგრძელებს? რომელმა ევროპის ქვეყანამ დაარიგა მხოლოდ 200 ლარი? ევროპაში ახლა, ამ აგვისტო-სექტემბერშიც მიდიან ქართველები სამუშაოდ, იცოდით? უკარინაში ჩადიან საქართველოდან და მერე უკრაინიდან მიფრინავენ – რაზე საუბრობთ საერთოდ?

“ალიას” კიდევ ბევრი აქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ერთი თქვით და ხუთი გიპასუხეთ და დანარჩენს მერე გეტყვით, მაგალითად, როგორ გირჩევდნენ ექიმები “ალიას” საშუალებით, მოგეწყოთ რამდენიმე კოვიდკლინიკა და არ გააკეთეთ, როგორ გემუდარებოდნენ პერსონალის გადამზადებას და მათი მუშაობის და დასვენების განრიგის გადახედვას და არ გააკეთეთ, როგორ გვიმტკიცებდით გასულ წელს რომ გრიპის ვაქცინა აუცილებელია, წელს კი, როცა გრიპს კორონავირუსიც დაერთო, მხოლოდ 135 000 ვაქცინა შემოიტანეთ ქვეყანაში და სხვა ხმაზე აჭიკჭიკდით!

თეგები: ამირან გამყრელიძეკორონავირუსიპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved