• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმიტომ, რომ უსწრაფესად, სავარაუდოდ, ტრანსპორტირებისას მოხდეს შენი ლიკვიდაცია!“ – ხათუნა ხოფერიას წერილი სააკაშვილს“

ალია ავტორი - ალია
23:50 12-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,457

ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილს წერილს წერს:

„ღია წერილი მიშას!
მიშა, ჩემზე კარგად იცი, მაგრამ მე მაინც გეტყვი. დღეს, თუ ვინმეს სურს შენთვის სიცოცხლე, ეს საქართველოს ხელისუფლებაა! უფრო მეტიც! ერთადერთი ვინც გიცავს და ყველაფერს აკეთებს შენი დაცვისთვის- საქართველოს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები არიან!
ვეცდები გითხრა რატომ!
ვიცი, რომ ჭკუაც გიჭრის და გონებაც… იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ათასჯერ გექნება ნაფიქრი თუ რაში სჭირდებათ შენ “ბორტს” მიღმა დარჩენილ თანამებროძოლებს, წყალწაღებულ ევროპელ ლობისტებს, ამერიკის ყოფილ და მოქმედ ელჩებს და კიდევ ათას ვიღაც ავატიურისტს, იმის ძახილი, რომ შენ მძიმედ ხარ მოწამლული, რომ რაღაც ელემენტები აღმოგიჩინეს, რომ მომაკვდავი ხარ… რატომ იტყუებიან?… რატომ?… შენც ხომ იცი, რომ ეს ტყუილია?! აბა, რა და საიდან იცის, ვთქვათ, ფოტეგამ მოწამლული ხარ თუ სენადექსინი გაქვს დალეული?!… არ იცის და არც აინტერესებს. დავალებაა ასეთი! გადაწყვეტილებაა ასეთი მიღებული. შენ კარგად იცი პოლიტიკური მკვლელობების ამერიკულ- ბრიტანული ხელწერა! იცი და მართლა მიკვირს, რატომ მიყვები დინებას მორივით?!…
მე, მაინც ვეცდები, გითხრა…
მაქსიმალურად უნდა შეიქმნას სურათი შენი მძიმედ ყოფნის, შენი სიკვდილის პირას ყოფნის შესახებ… რატომ?… იმიტომ, რომ უსწრაფესად, სავარაუდოდ, ტრანსპორტირებისას მოხდეს შენი ლიკვიდაცია! აი, ნახე რა შთამბეჭდავი მესიჯები გაჟღედება…- რა საშინელებაა!!!… ისე მძიმედ იყო და ისე სასტიკად ეპყრობოდნენ და ისე მოწამლეს ციხეში, რომ ტრანსპორტირებასაც ვერ გაუძლო! ხომ ვამბობდით, რომ მომაკვდავი იყოო, აი, რა მოიტანა უცხოელი ექსპერტების დასკვნების იგნორირებამ…… და აღმოაჩენენ გვამის ექსპერტიზის შემდეგ, უკვე სხვა ქვეყანაში, უამრავ მომწამვლელ ნივთიერებასა და მენდელეევის ტაბულის ყველა რადიაქტიულ ელემენტს… უამრავ შინაგან სისხლჩაქცევასა და ინექციების მომწამვლელ კვალს! მე შენ გეტყვი და გადაამოწმებს ვინმე თუ ?!….
ისე, შენ ჩემზე უკეთ იცი, რატომ არის შესაძლებელი შენი მოშორიბა-ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების არსებობა.
აი, ისინიც:
1. ყველანაირად ეცდებიან და, დიდი ალბათობით, შეძლებენ შენი გარდაცვალების საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალებას!
2. მტყუან-მართალის გარჩევამდე მოახდენენ საპროტესტო ტალღის აგორებას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას!
3. მოიშორებენ ადამიანს, რომელიც მოწმეა და მონაწილე რამოდენიმე ამერიკული პროექტის! ა.) ვარდების რევოლუციის. ბ). 2004 წლის ამერიკის წინასაარჩევნო დაპირისპირების ცხინვალთან. გ.) 2008 წლის აგვისტოს ომის. დ). 2014 წლის მაიდნის. ე.) უკრაინის რეფორმად წოდებული კორუფციული გარიგებების, ვ) ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში “საქმიანობის” და სხვა.
4. აღარ იქნება შენი მხრიდან შანტაჟი და ფაქტების გამომზეურებით მუქარები. არა და, ფაქტები გაქვს!!! უამრავი ვიდეო და აუდიო მასალა, თანხები და ინსტრუქციები ხომ პირადად შენი ხელიდან გადიოდა! პროექტებიდან “ატკატები” ხომ შენი მითითებით სრულდებოდა… პოლიციის განვითარების ფონდზე, ოფშორებში.. შენ ხომ დღესაც იცი “მისამართები?!”
მილიონების საჩუქრები, ოქრო-ბრილიანტის კარეტები და ა.შ. ელჩებისთვის, ზეინო ბარანებისთვის და მისი ხელით მისთანებისთვის და ზემდგომებისთვის… იარაღის ბიზნესსა და მაკკეინის გაუმაძღრობაზე აღარაფერს ვიტყვი… … რომელიც აუცილებლად გექნება დაარქივებული.
5. აღარ იქნება ადამიანი, რომელიც სრულად ფლობს ფაქტებს პოლიტიკური მკვლელობების შესახებ. ჟვანია, შარაძე, დუმბაძე, თეთრაძე… და უკრაინაში მომხდარი ამგვარი მკვლელობების და ანგარიშსწორებების უამრავი ფაქტი.
6. აღარ იქნება ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ ამბიციებს და დუმილის საფასურად ითხოვს იმას, რისი შესრულებაც შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, სჯობს, იყოს გარანტირებულად დადუმებული!
მოკლედ, საუკეთესო სცენარის მიხედვით მივდივართ!
სცენარი კი, დაახლოებით ასე დასათაურდება- დემოკრატიის შუქურას მკვლელობა პუტინის დაკვეთით!
ჰა, როგორია, მიშა?…
დავიჯერო, შენ გინდა ამაში მონაწილეობის მიღება?
არ ვიცი… არ ვიცი…
ჰო, იმას ვამბობდი, რომ შენი სიკვდილი ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას და თავად საქართველოს დააზიანებს! ამიტომაც გიფრთხილდებიან და გიცავენ ათასი რჯულის მნახველ- მოტირალისგან!
ახლა კი,… ერთი რამ მინდა გირჩიო!
იქნებ აიყვანო თავი ხელში. იქნებ დაჯდე (არა, ჯდომით ისედაც ზიხარ. წერად დაჯდე…)))… რა იმდენი დაგრჩა როო?!)და დაწერო მემუარები. მე მემუარებს ვეძახი, სინამდვილეში კი, დაწერო ყველაფერი ის, რაც თავს დაატყდა ჩვენ ქვეყანას! რაში გამოგიყენეს და რატომ გამოაყენებინე თავი!
მოკლედ, დაწერე ყველაფერი… გადაირჩინე თავი! დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის! მოიხადე სასჯელი და დაეტიე სადაც ხარ იქ! ნუ იქცევი მაოხრებელ გზირად!
დაწერე სიმართლე და მიეცი მსოფლიოს პოლიტიკური ბეტსელერი!
მიშა, მე ეს უნდა მეთქვა შენთვის!
მე ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვარ!
ხათუნა ხოფერია
07.12. 2022 წელი.“
თეგები: მიხეილ სააკაშვილიხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved