• რეკლამა
  • კონტაქტი
18:29, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“… იმიტომ, რომ თავად თემო იტყოდა – ეეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა” – ბესო ჩუბინიძე

ალია ავტორი - ალია
20:21 01-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურის საფლავზე, მომღერლის ქანდაკების დაზიანების ფაქტს ეხმაურება და წერს:

“ძალიან ბევრმა (!) ადამიანმა დამირეკა დღეს, მომწერა, მკითხა, გულისტკივილი გამოთქვა… ძალიან (!) ბევრმა…

 მაინც ვერ მოვითმინე და მაინც გადავწყვიტე, ორიოდ სიტყვით დამეწერა ამ ფაქტის შესახებ.

 თემოს საფლავზე მდგარი მონუმეტი დააზიანა ვიღაცამ… არწივის ხელიდან დედამიწა მოაგლიჯა, ბრინჯაო ეგონათ და იმიტომო – ამბობენ, ნახა, რომ არ იყო და იქვე მიაგდო და გაიქცაო. მოკლედ ათასი ვერსია…. ზუსტად არვიცი, რადგან პირადად არ მინახავს და არ ავსულვარ დღეს თემოს საფლავზე ჯერ…

 წყევლიან, მიწაში დებენ, მოძებნას და დაჭერას მოითხოვენ, მიწასთან ასწორებენ ამის გამკეთებელს…

 მე იცით რატომ ვერ გაგეცით ვერცერთს პასუხი ხალხო? და იცით რატომ ვერაფერს ვამბობ იმ საცოდავზე, ვინც ეს შეუგნებლად (მჯერა) გააკეთა?

 იმიტომ, რომ თავად თემო იტყოდა – ეეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა, ამის გამო ხომ არ უნდა მოვკვეთოთ, მოდი ჩვენ დავეხმაროთო  – დედას ვფიცავარ 100% მჯერა, რომ ამას იტყოდა თემო, მჯერა კი არა – ზუსტად ვიცი! იმიტომ, რომ ბევრჯერ (!) უთქვამს მას მსგავსი რამ შეცდომილ ადამიანზე.

 ჰოდა, არვიცი ვინ ხარ, არვიცი რატომ წაგიცდა ხელი, არვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, კოჯორში, თემოს საფლავზე რომ ეს ვანდალიზმი ჩაგედინა, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ – გამომეხმაურე, და თუ მართლა იმის გამო გააკეთე ეგ, რომ გიჭირდა და მართლა ძვირფასი ლითონი გეგონა… 

მოდი მომძებნე, დამირეკე, არაა ჩემი პოვნა რთული და მე და თემო ერთად (!) დაგეხმარებით…

 ვისაც გინდათ გაავრცელეთ ეს პოსტი (იქნებ როგორმე მივიდეს ეს სიტყვა იმ ადამიანამდე)”

თეგები: თემურ წიკლაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved