• რეკლამა
  • კონტაქტი
18:46, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმის თქმა, რომ ზიარებამ შეიძლება ვირუსი გაავრცელოს მორწმუნეს შეურაცხყოფაა” – “ოცნების” დეპუტატი

ალია ავტორი - ალია
19:38 03-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია ზიარების წესის შეცვლას ეწინააღმდეგება. დეპუტატმა საზოგადოებას “უაზრო საუბრების” დასრულებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

მისი თქმით, “მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა, თუ როგორი უსუსური აღმოჩნდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი”.

“ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია.

მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება”,- განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და ხელისუფლებას ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა:

“ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს გადარჩებისთვის. განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა სასოებდნენ უფალს და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს. სამწუხაროდ, ამ განსაცდელის დროსაც ზოგიერთები არ წყვეტენ ანტიეკლესიურ პროპაგანდას. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ზიარების წესის შეცვლას მოითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ერთი კოვზით ზიარებამ შეიძლება, ვირუსის გავრცლება გამოიწვიოს, რაც გარდა იმისა, რომ დიდი უგუნურება და ურწმუნოებაა, მორწმუნე ადამიანის შეურაცხყოფაა. ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს შეშფოთებები და უაზრო საუბრები”, -თქვა მან.

ამასთან დეპუტატმა თქვა, რომ მუზეუმებში დაცული ხატები – ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობელი და სხვა – ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved