• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმის თქმა, რომ განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი აბრალებენ საქართველოს ომის დაწყებას, არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს ოკუპანტ ქვეყანას – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
17:28 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც მას სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია, რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა, რუსულად, თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი აბრალებენ საქართველოს ომის დაწყებას, არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს ოკუპანტ ქვეყანას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.

„როდესაც მედიასაშუალება გამოდის და აქვეყნებს ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტრომ საქართველოს დააბრალა ომის დაწყება, ეს არის იმგვარი ინტერპრეტაცია, რის საშუალებასაც ტექსტი არ იძლევა. წარმოვიდგინოთ სამართლებრივი კამათი. ერთი მოვიგეთ, სხვაც უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველო მართალია ამაში. სამწუხაროდ, ამას ნაცმოძრაობამ ხელი არ შეუწყო, როდესაც გადამალა ისკანდერის ნაწილები და 2012 წლის შემდეგ გახდა მოსაძიებელი ეს ყველაფერი, ანუ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ესეც რუსული საქმე იყო ნაცმოძრაობის მხრიდან, მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ სამართლებრივი დავის დროს კამათი, რუსულმა მხარემ რომ არგუმენტად დააყენოს ასეთი საკითხი, რომ ქართულ სახელმძღვანელოებშიც კი წერია ასეთი რამ, ჩვენ ხომ შევეკამათებით, რომ არ წერია. რომელი მედიასაშუალებაც ამას აკეთებს, ან ვერ იგებს, რომ მტრობს საქართველოს, ან განზრახ აკეთებს ამას. იმედს ვიტოვებ, რომ ამ რუსული ნარატივის გატარება არის დაუფიქრებელი მოქმედების შედეგი და არა განზრახ მტრობა.

გთხოვთ, შევთანხმდეთ რაღაც თემაზე, რომელიც გამომდინარეობს ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან. ერთი უდიდესი ტრაგედია იყო აგვისტოდან ორი თვის შემდეგ იმ რეზოლუციის მხარდაჭერა, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რაც იყო დადანაშაულება და დაბრალება, ამ სიგიჟეს ნუ გაიმეორებთ დღეს ისეთი ჩანაწერით, რომელიც ამის ამგვარ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა და ნუ დავჯდებით რუსულ ნარატივზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved