• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმის მაგივრად, რომ საპატრიარქომ ერთხელ მაინც წარმოთქვას: „შევცოდეთ და მოგვიტევეთ“, იმეორებს: „ეკლესიას ებრძვიან“, „პატრიარქს ებრძვიან“, „მტრები“, „მტრები“ – მინდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:31 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი:

„ერთი უდიდესი მორალური და პოლიტიკური განსხვავება:

ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, მეორე დღესვე, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ, სხვებმა, აღიარეს ციხეში არსებული უმძიმესი პრობლემა, რომელიც დეტალურად იყო აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშებში, და ბოდიში მოიხადეს ამის გამო, სააკაშვილმა ამ აღიარების ნიშნად სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა მაშინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

აღიარება მოხდა იმის მიუხედავად, რომ გავრცელებული ჩანაწერების 90 პროცენტი გამიზნულად იყო ბედუკაძის მიერ დადგმული, და ეს მაშინ უკვე ყველამ იცოდა, რადგან აი, ამის მიუხედავად, ციხეში სისტემურ დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ამის შედეგი იყო ასევე სააკაშვილის მიერ არჩევნებში მარცხის ძალიან ღირსეული და აუცილებელი აღიარება, აღიარება იმის მიუხედავად, რომ ყველა კარგად ხვდებოდა, რა ელოდათ წინ ივანიშვილის ვერანი ხელისუფლება, ამ ნამდვილი კატასტროფის შემდეგ, ამ უბედურების შემდეგ, რომლიდანაც სახელმწიფოსთვის, უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების მსხვერპლი უამრავი უდანაშაულო ადამიანისთვის გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს, აი, ამის შედეგ ისევ ბედავს და შეურაცხყოფს ყველას:

ჩლუნგი პრემიერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ოპოზიციისა და მისი მომხრეების რეპრესიებს აანონსებენ, კი, ისინი ფაქტობრივად აღიარებენ დანაშაულს, მაგრამ, გამაოგნებელი აქ ისაა, რომ ბოდიშის, პატიების თხოვნის ნაცვლად, გაიძახიან: დიახ, ასე იმართება სახელმწიფო, დიახ, ყველას მოვუსმენთ, კახა კალაძე კი პირდაპირ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის მოსმენის აუცილებლობაზე ბოდავს.

იგივე შეიძლება ითქვას ეკლესიაზეც: იმის მაგივრად, რომ საპატრიარქომ ერთხელ და ფორმალურად მაინც წარმოთქვას უმთავრესი ქრისტიანული წინადადება: „შევცოდეთ და მოგვიტევეთ“, გაუთავებლად იმეორებს: „ეკლესიას ებრძვიან“, „პატრიარქს ებრძვიან“, „მტრები“, „მტრები“ „ყველგან მტრები“ – რაღა მტრები – დაღუპეთ ყველა და ყველაფერი, დააქციეთ ეს ქვეყანა“

თეგები: ბექა მინდიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved