• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედის” სარეკლამო შემოსავალი 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა” – COMCOM–მა ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები გამოაქვეყნა

ალია ავტორი - ალია
19:48 11-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

COMCOM-ის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 73.6%-ით გაიზარდა და 31.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კი, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 85%-ით გაიზარდა და 29.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირათადი, 88.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 6.7% – სპონსორობამ, ხოლო 4.6% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის III  კვარტალში კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.4 მილიონი ლარი შეადგინა. 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და ჯამურად 6.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავალიც და 2.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „პოსტვ“-ის, მისი შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც 2025 წლის III კვარტალში 1.3 მილიონი ლარი იყო. 1 მილიონ ლარს გაუტოლდა „ბი ემ ჯი“-ს შემოსავალი, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით მეტია. უცვლელი დარჩა ტელეკომპანია „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი, რომელმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „პალიტრანიუსს“, მისი შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი, რომელიც მიმდინარე წლის III კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. „სილქნეტის“ შემთხვევაში კი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და კვლავ 0.2 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 12% ით შემცირდა და 2025 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 88.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 11.2% სპონსორობას ეკავა, – წერს უწყება. 

ცნობისთვის, კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved