ტელეკომპანია “იმედს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ. განცხადება საჯარო რეესტრში დღეს შევიდა.
ბრიტანული სანქციებიდან მეორე დღეს სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის თხოვნით, დირექტორს მიმართა ირაკლი რუხაძემაც.
უფრო კონკრეტულად: 25 თებერვალს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ რუხაძის გარდა, რეესტრში დღეს სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ სამმა წევრმა წარადგინა განცხადება: გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ „იმედის“ დირექტორი მაკა ლომიძე რჩება.
ოთხივე განცხადება რეესტრში ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირდა. იქ წერია, რომ პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მფლობელის შეცვლის გამო მიიღეს. ისინი ითხოვენ მათი განცხადების სასწრაფო წესით დაკმაყოფილებას და დაჩქარებული წესით მომსახურებისთვის, თითოეულმა 400 ლარზე მეტი გადაიხადა.
ირაკლი რუხაძემ “იმედის” გაყიდვის შესახებ განცხადება 6 თებერვალს გაავრცელა და თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად გაიყიდა.














კომენტარები