• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედის” ეს მასალა არა ფაქტები, არამედ ბრალდებაა, რომელზეც არ ვრცელდება ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა” – ComCom–მა სარჩელი არ დააკმაყოფილა

ალია ავტორი - ალია
19:52 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89
ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
უწყების ცნობით,  „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ და ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ზიბზიბაძემ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მეორე, მე-7, მე-8, მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიას მიმართეს საჩივრით, რომელიც შპს „ტელეიმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტს შეეხებოდა. მომჩივანების შეფასებით, მათ შესახებ გავრცელდა არაზუსტი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც ლახავდა მათ რეპუტაციას. ამასთან, მომჩივანები ითხოვდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობას, რაზეც შპს „ტელეიმედმა“ დაუსაბუთებლობის მიზეზით უარი განაცხადა.
ComCom-ის ინფორმაციით სადავო სიუჟეტები ეხებოდა ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების განაწილების სქემას, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საქმიანობას, ასევე, ორგანიზაციის საქმიანობაზე შესაძლო გავლენებთან დაკავშირებულ გარემოებებს.
“ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა. შესაბამისად, ComCom-მა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრები არ დააკმაყოფილა”, – წერს უწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved