• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედია, ცოცხალი გამოვალ… არ გეპატიებათ, სირცხვილია!” – რას წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ირინა ბოკუჩავა?

ალია ავტორი - ალია
13:40 05-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

რეჟისორი, ირინა ბოკუჩავა, გარდაიცვალა. იგი, აპრილის ბოლოდან მოყოლებული კლინიკებში იწვა, მას კოვიდინფექცია და ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა, როგორც თავად წერდა. იგი აღდგომის დღესასწაულსაც და თავის ბოლო დაბადების დღესაც კლინიკაში შეხვდა, მან რამდენიმე კლინიკა გამოიცვალა, კომენტარებში, მისი მეგობრები წერენ, რომ მისი მდგომარეობის გართულება უყურადღებობას მოჰყვა, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რომელ კლინიკაზეა საუბარი, რადგან, იგი რამდენიმეჯერ გადაიყვანეს კლინიკიდან კლინიკაში. მისი მდგომარეობა მაისის შუა რიცხვებიდან კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, იმდენად, რომ იგი ვეღარ ახერხებდა ზარებზე პასუხის გაცემას, ან წერას.

ირინა ბოკუჩავა, აპრილის ბოლოს სოციალურ ქსელში იმ კლინიკაზე წერდა, სადაც პირველად მოხვდა და ამბობდა, რომ თუ ცოცხალი გამოვიდოდა, კარგ ინტერვიუს მისცემდა ვინმეს, კითხულობდა, სად არის შეპირებული საწოლფონდი, რაში დაიხარჯა მილიონები და რატომ ვერ აგვარებს სახელმწიფო ელემენტარულსაც კი! კომენტარებში ითხოვდა ჯანდაცვის მინისტრის მონიშვნას. უცნობია, გაეცნო, თუ არა, ჯანდაცვის მინისტრი, ან პრემიერი, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაშინ ირინას წერილს. რაც ვიცით, ისაა, რომ იგი ამ კლინიკიდან გადაიყვანეს, აი, რამდენად მოგვარდა კლინიკაში არსებული მდგომარეობა – ამის რა გითხრათ.

ირინას იმედი ვერ გამართლდა, ვერ გამოვიდა ცოცხალი კლინიკიდან, ვერ მოგვცა ინტერვიუ, მაგრამ დაგვრჩა მისი წერილი, “ალია” კიდევ ერთხელ აქვეყნებს ირინას წერილს, სადაც იგი კონკრეტულ პრობლემებზე წერს და აქვე გთავაზობთ იმ ვიდეოსაც, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნა ბოლო დაბადების დღე კლინიკაში

ირინა ბოკუჩავა:

“წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში!

ისიც ძლივს, შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა! კატასტროფაა’ რაც აქ ხდება’ ძველ’ პრუჟუნებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია’ მიუხედავად დიმედროლის და სხვა საძილე საშუალებისა!

ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე’ თავის საწოლში გამიცვალა!

აბაზანა ტუალეტი კატასტროფა’ სიბინძურე’ გასახეხი ყველაფერი’ და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში!

მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი’ მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე’ უარესისთვის მზადა ვართო!

უარესი კი არა’ ელემენტარულს ვერ აგვარებთ!

იმედია აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე!

სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება’ სირცხვილი! არ გეპატიებათ!

არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან’ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ’ მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ!”

ირინა ბოკუჩავა, 3 მაისი:

როგორ მინდა ხვალ ვინმემ ფანჯრებთან მომილოცოს დაბადების დღე’ დოლგარმონით!

”დოლმუზიკით” მეთქი’ აჰა ბატონო!

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეირინა ბოკუჩავაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved