ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“უდიდესი ტრაგედია მოხდა დღეს. სამწუხაროდ არ მაქვს იმედი, რომ ამჯერად მაინც ხელისუფლება წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სწორ დასკვნებს გამოიტანს
და პარაპლანებს კი არ აკრძალავს, არამედ რეგულაციებს აამუშავებს და უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტურ მონიტორინგს დაიწყებს. ეს მხოლოდ ამ სფეროს არ სჭირდება. გახშირებული ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი ხშირად უსაფრთხოების წესების არასათანადო აღსრულებაა. იმედია სამაშველო ვერტმფრენის შესაძენადაც გამონახება რესურსები და ეს საკითხი მხოლოდ მსგავსი ტრაგედიების და ხანძრების დროს არ გაგვახსენდება, ისიც რამდენიმე დღით, სხვა სამწუხარო შემთხვევამდე.”
კომენტარები