• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამჯერად მაინც დაუდგება გვერდით ადამიანს, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიგდებული ჰყავდა ცხინვალის ციხეში – დავით ქაცარავა

ალია ავტორი - ალია
20:25 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

გენადი ბესტაევის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კომაშია, მაგრამ არა მედიკამენტოზურში – დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და სახელმწიფოს ოკუპირებული ცხინვალის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ადამიანის დსახმარებისკენ მოუწოდებს.

„ამ წუთას გამოვედი ქართულ-ჰოლანდიური კლინიკიდან, სადაც კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება გენადი ბესტაევი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კომაშია, მაგრამ არა მედიკამენტოზურში..როგორც ექიმმა მითხრა, ბესტაევმა თვალები გაახილა, მაგრამ მაინც იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. დღეს გამოვიტანე სამედიცინო ხარჯების კალკულაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში დასჭირდება გენადი ბესტაევის გადარჩენას და მან შეადგინა 7 275 ლარი.15000 ლარიანი სადაზღვევო ლიმიტი მალე ამოიწურება. ეს კალკულაცია უნდა შევიტანოთ გორის გამგეობაში და დაველოდოთ პასუხს – იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამჯერად მაინც დაუდგება გვერდით ამ ადამიანს, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიგდებული ჰყავდა ცხინვალის ციხეში. გენადი ბესტაევი უნდა გადარჩეს“ – წერს დავით ქაცარავა.

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. 16 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved