• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედგაცრუება გამოიწვიეს” – რატომ ჩაწერა ეკა ბესელიამ მანანა კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაში 78-ე მუხლი?

ალია ავტორი - ალია
14:42 08-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,426

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა – დარბაზის დროებით დატოვების შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე სიტყვით გამომსვლელმა ეკა ბესელიამ, “პირველებთან” იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ჩაწერა კონსტიტუციაში მანანა კობახიძესთან ერთად 78-ე მუხლი.

როდესაც 78-ე მუხლს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ვწერდით, კარგად ვიაზრებდით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, მუდმივი საფრთხის ქვეშ არის ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, რომელსაც სჭირდება კონსტიტუციურ დონეზე გამყარება, რომ საგარეო კურსს ასე ადვილად არ ეხებოდნენ ადამიანები, რომლებიც იმისთვის მოდიან ხელისუფლებაში, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ისე, როგორც დღეს აკეთებს ხელისუფლებაში მყოფი გუნდი. 

ბევრ საფრთხეს, რომელიც ახლა დადგება, ავირიდებთ თავიდან. მთავარი ის არის, რომ არჩევნებამდე სასამართლოს აქვს შანსი, აარიდოს ქვეყანას. არჩევნებზე კი საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ ქვეყნის ბედს.

მე სინანულის, იმედგაცრუების განცდა მქონდა, როდესაც იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხელი იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც თავის დროზე მე მივეცი ხმა. მათ იმედგაცრუება გამოიწვიეს, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო”, – ამბობს ეკა ბესელია. 

პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved