• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმდენად გააოგნა პასუხმა, აფხაზებს დაემუქრა, დედას გიტირებთო… ვიცი, ახლა რასაც დავწერ დიდი ნაწილი არ დაიჯერებს…” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
20:04 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“ვიცი, ახლა რასაც დავწერ, მკითხველთა დიდი ნაწილი არ დაიჯერებს.

იქნება ზოგჯერ კეთილგანწყობილი, ზოგჯერ არაკეთილგანწყობილი ….“ჰა ჰა ჰა რა სისულელეა – აფხაზები ვინ აგდიან, რუსების მონები არიან და რასაც მოსკოვი ეტყვის იმას გააკეთებენ მუდამ`

ერთ-ერთი, რაც მასწავლა მარკის ამ გენიალურმა ქმნილებამ ისაა, რომ კოგნიტიური დისონანსის დაძლევა აბსოლუტურად შეუძლებელია. ვერ გადაარწმუნებ ადამიანს იმაში, რაც მისი ფუნდამენტური წარმოდგენების `გულანია`.

თუმცა მე მაინც დავწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ასეა.

სიმართლეა და გამგები გაიგებს.

მე მათთვის ვწერ. და არა ვინმეს გადასარწმუნებლად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ პრესას მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ ენგურჰესის კაშხალში წყლის დონე 415 მეტრამდე შემცირდა.

ეს კრიტიკული მაჩვენებელია.

ამიტომ, ლევან მებონიას თქმით, ენგურჰესი თითქმის წყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას მომხმარებლებისთვის, მათ შორის აფხაზეთისათვის.

აფხაზეთში შემოღებულია ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი. ისეთი, არასდროს რომ ყოფილა. `არასდროს` იმიტომ, რომ აფხაზებმა კრიპტოვალუტის მაინინგით მილიარდამდე დოლარი იშოვეს.

`აქ` ვის როგორ გაუყვეს კიდევ სხვა თემაა. ამაზე სხვა დროს.

ამას კოლოსალური ელექტროენერგია დასჭირდა საცოდავი ქუთაისელების, თბილისელების და სამტრედიელების ხარჯზე – `დენი` რომ გაუთავებლად უძვირდებათ.

რუსეთიდან `იმპორტირებული` ელექტროენერგია დეფიციტის დაფარვას არ ჰყოფნის.

წელს და შარშან, პირველად 30 წლის მანძილზე, საქართველომ აღარ გადაუხადა აფხაზეთს რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასური.

ამიტომ, იძულებულნი არიან მთლიანად რუსეთისგან იყიდონ.

რუსეთი კი შეღავათებს არ უკეთებთ.

ოღონდ აფხაზები რუსულ ელექტროენერგიაში თვითონ კი არ იხდიან ფულს, არამედ ეს სახსრები ჩამოეწერება იმ ფულადი რესურსებიდან, რაც რუსეთის მიერ ყოველწლიურად განკუთვნილია აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამებისთვის.

ანუ ეს ფული აკლდება აფხაზი მილიციონერების ხელფასებს, `პრეზიდენტის` ადმინისტრაციის ხელფასებს, ექიმების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს, გზების შეკეთებას, იმავე ენერგო-ინფრასტრუქტურის შეკეთებას, რომლის მოსკოვისთვის გადაცემაზე სოხუმი კატეგორიულად უარს ამბობს…..

უარს ამბობს 2008 წლის დეკემბრიდან, როდესაც მიშამ ენგურჰესი სამართავად გადასცა რუსეთს და (ასჯერ მითქვამს, ათასჯერ ვიტყვი) მოიქცა, რეალობის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწორად!

ჩაიშალა ის პროექტი სოხუმის წინააღდმეგობის გამო. საბერიოს პულტს არა რუსები, არამედ აფხაზები აკონტროლებენ 1993 წლიდან – დღემდე. `არანაირ ოლიგარქ ჩუბაისს აქ არ შემოვუშვებთო` – თქვეს.

ზოგს ჰგონია, რომ ეს ფინანსური პროგრამები მოსკოვის კეთილი ნებაა. მთლად ასე არ არის: 2008 წელს, მას შემდეგ რაც მოსკოვმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მედვედევის ადმინისტრაციამ შეიმუშავა რუსეთ-აფხაზეთის `ერთობლივი თავდაცვითი სივრცის` ხელშეკრულებათა პაკეტი, რაც ითვალისწინებდა რუსული ბაზების განლაგებას აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ…….მედვედევმა მისთვის სრულიად მოულოდნელი პასუხი მიიღო აფხაზებისგან: “რუსული ბაზები სულაც არ გვჭირდება, – მშიშარა ქართველებს უთქვენოდაც მოვერევითო“.

ამან ბიჭუშკა მედვედევი იმდენად გააოგნა……. `აღიარებას` უკან ვეღარ წაიღებდა და ამით სამსოფლიო ტაკიმასხარად ვერ აქცევდა თავს, მაგრამ აფხაზებს დაემუქრა (შამბასთან მიმდინარეობდა მაშინ ეს მოლაპარაკება): `ფარულად დედას გიტირებთო`.

თუმცა სულ მალე გაირკვა, რომ `ფარულად` ეს არ გამოვიდოდა, რაც როგორც საერთაშორისოდ, ასევე ქვეყნის შიგნით მისი პოლიტიკური კრახი იქნებოდა.

ამიტომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, სოხუმმა და მოსკოვმა მოილაპარაკეს ასეთ კომპრომისზე: რუსული ბაზები აფხაზეთში გაჩნდებოდა ოფიციალურად, მაგრამ მოსკოვი ამაში ფულს გადაიხდიდა!

ოღონდ, რაკი მოსკოვს ამ სამარცხვინო ხარკის გადახდა ღიად არ აწყობდა, ეს ხარკი `გაფორმდებოდა` სწორედ იმ `სოციალ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული` პროგრამებით, რომლებსაც მოსკოვი უკვე წლებია ახორციელებს აფხაზეთში – უხდის ხელფასებს, აშენებს გზებს და აშ.

თუმცა როგორც კი საბაბი მიეცემა, მაშინვე `ჩამოაჭრის` ხოლმე. როგორც ახლა – ელექტროენერგის სანაცვლოდ.

სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობა სულაც არ არის (არც ოდესმე ყოფილა) ისეთი `ტკბილი`, როგორც გვგონია. უბრალოდ, ანტიქართულ ინტერესთა თანხვედრა აკავშირებთ. მათ შორის უამრავი წინააღდმეგობაა.

ამ წინაღმდეგობებზე თამაში კი ქართველებს არასდროს გვეხერხებოდა – მოუქნელი, ჩლუნგად სწორხაზოვანი პოლიტიკური მენტალობის და `კომპრომისის კულტურის` ისტორიულად არქონის გამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კეთილი მეგობრებო, ვინც არ დაიჯერებთ, ნუ დაიჯერებთ.

არცოდნა ბედნიერებაა.”

თეგები: დათო გამცემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved