• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმას, რაც აფხაზეთში ხდება, მხოლოდ ერთი სახელი აქვს – ანექსია – ვუწოდოთ ანექსიას ანექსია” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
14:37 07-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327
დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:
“რა ხდება აფხაზეთში?
იმას, რაც აფხაზეთში ხდება, მხოლოდ ერთი სახელი აქვს – ანექსია.
ამ ტერმინს მეხივით გაურბიან ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები.
ჩვენ ყური მივაჩვიეთ ტერმინს “ოკუპაცია”, რაც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დროებით დაკავებას ნიშნავს. სიტყვა “ოკუპანტი” მხოლოდ თვითდამშვიდებისთვის თუღა გამოდგება, რადგან ერთმანეთში აზრთა გაცვლის საგნად ვაქციეთ რწმენა იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოკუპანტი დატოვებს ტერიტორიას.. რეალურად კი ამ ტერმინმა აქტუალობა დაკარგა და თუკი ჩავუღრმავდებით, სულელურადაც კი ჟღერს – სრულიად ნათელია, რომ რუსეთი აფხაზეთის დატოვებას არ აპირებს.
ანექსია ნიშნავს სხვა ქვეყნის ტერიტორიის საბოლოოდ მისაკუთრებას. სწორედ ეს ხდება ახლა აფხაზეთში – რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ისაკუთრებს საქართველოს ტერიტორიას.
როგორც ჩანს, მიუსერას “სამთავრობო რეზიდენციით” მოსკოვმა ერთგვარად მონიშნა სივრცე საზღვრიდან სიღრმისკენ, რომლის საბოლოოდ მისაკუთრებასაც მომავალში აპირებს.
როგორც ვხედავთ, აგრესორი ისევ რუსეთია, ხოლო მსხვერპლი – ბოლო წლებში უკვე მეორედ, მისი “მეგობარი და მოკავშირე” აფხაზეთი.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პერიოდში კრემლმა უსაფრთხოების დაცვის საბაბით სოფ.აიბღა მიისაკუთრა და დაარეგისტრირა რუსეთის საჯარო რეესტრში. აიბღას ტერიტორიაზე მოიპოვება შავი მარმარილო, თავისი თვისებებით იშვიათი და უნიკალური წიაღისეული.
აფხაზეთში რუსული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა აგორდა. არ გამოვრიცხავ, რომ კრემლმა აფხაზების დასაშოშმინებლად რადიკალურ ზომებს მიმართოს.
ცხადია რუსეთი ამ ნაბიჯებს საქართველოს პროვოკაციაზე წამოსაგებადაც აკეთებს და თუკი ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა, ის თავის მტაცებლურ ზრახვებს უმალ გააშიშვლებს.
ეს ყოველივე არის ქართული პოლიტიკური სპექტრის მოღალატეობრივი დუმილის, უნიათობის, უვიცობის, სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების ფეხებზე დაკიდების და აფხაზეთის საკითხის პერმანენტული მიჩქმალვის ლოგიკური შედეგი. წლების მანძილზე თემა ტაბუირებულია.. და ეს მაშინ, როდესაც აქტიურად უნდა გვემუშავა აფხაზეთში ერთიანი საქართველოს იდეის გავრცელება,ზე, ამ იდეის არგუმენტირებაზე, მის მოქნილობაზე, ვითარებასთან და აფხაზთა ინტერესზე მორგებაზე, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენაზე და ა.შ..
დიდი დრო დავკარგეთ, მაგრამ დღევანდელი ვითარება იძლევა კიდევ ერთ ოქროს შანსს დავძრათ ყინული, ახლიდან გავიაზროთ საკითხის სიღრმე და ვიმოქმედოთ.
სრულიად უადგილოდ მეჩვენება აფხაზების დაბულინგება. ისინი უჩვენოდაც კარგად ხვდებიან თუ რაზე ოცნებობდნენ და სად აღმოჩნდნენ, რომ თავის დროზე მოტყუვდნენ..
ჩვენც დიდი ხანია გვატყუებენ პოლიტიკოსები, მაგრამ არაფერი გვეტყობა რომ რაიმეს შეცვლა გვსურს ან ძალგვიძს – ერთმანეთთან ვერ მოგვიძებნია საერთო ენა, ესეც რომ არა, ქვეყანაში სრულიად ლეგალურად საქმიანობენ პრორუსული ძალები, ხოლო მათ არსებობას ლიბერალური კრეტინიზმის გამო “სიტყვის თავისუფლებას” ვუწოდებთ.
რა უნდა მოვიმოქმედოთ?
1.სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ აფხაზთა საპროტესტო გამოსვლებს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე,
2.ვუწოდოთ ანექსიას ანექსია,
3.აილაგმოს რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ყველა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაცია,
4.გატარდეს ზომები საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
5.მთელი ძალა და ენერგია მივმართოთ აფხაზებთან მომავალზე ორიენტირებული კომუნიკაციის დასამყარებლად.
აფხაზეთი საქართველოა!”
თეგები: აფხაზეთი საქართველოაოთარ ფანცულაიარუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved