• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ ღამესვე ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი თავისით დაიხრჩო” – რას ამბობს 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

ალია ავტორი - ალია
17:43 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

მტკიცებულებების განადგურების ფაქტზე, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო საქალაქო სასამართლოში.

პროცესს ბრალდებული, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლიაც ესწრება.

ის ბრალს არ აღიარებს და არც კომენტარს აკეთებს. პროცესზეა 12 წლის გოგონას დედაც, რომელიც მედიასთან, ამბობს:

“თავიდან, იმ ღამესვე, არასწორად იყო დაყენებული პრიორიტეტები. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი მოიწამლა და თავისით დაიხრჩო და ამის გამო, პირველივე ღამეს და შემდგომ, როდესაც ითვლება, რომ არის ცხელი კვალი, ძებნა სწორად არ მიმდინარეობდა. ჩემი ქალიშვილის ანაწმენდები გაანადგურა სწორედ ექსპერტმა. მან არ აიღო სწორად…

მაინც ველოდები, რომ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს.”

ოჯახის ადვოკატის თქმით, დაობებული მტკიცებულებები ჰააგაში გადაიგზავნა  და ახლა საერთაშორისო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს სავარაუდო დამნაშავის დნმ.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.

პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved