• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, ორშაბათი, 30 იანვარი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ ღამეს ჩემ ქმარს ხუთი ტყვია მოხვდა და ორჯერ გამოაცხადეს გარდაცვლილებში”

ალია ავტორი - ალია
01:35 04-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11

მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც ამ მომენტში ემიგრაციაშია, სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველად ვწერ ამ თემაზე და ცოტას ვნერვიულობ.
ჩემი ქმარი ციხის ბუნტში დაზარალებულია და ეს სტატუსი გუშინ, ცამეტი წლის ლოდინის შემდეგ, მიანიჭა სტრასბურგის სასამართლომ.
არათუ საჩივარი (მადლობა იმ ადამინებს, ვინც სტრასბურგის სასამართლოს მიმართა) არამედ ციხის ბუნტის თემასაც კი ტაბუ ადევს ოჯახში.
ერთხელ მკითხა.
– კაცის ტირილი მოგისმენია ?
– არა.
– საშინელებაა.
და მომიყვა.
და მას შემდეგ ამ თემას არ ვეხებით.
ვიცი ის რომ იმ ავბედით ღამეს ხუთი ტყვია მოხვდა და ორჯერ გამოაცხადეს გარდაცვლილებში, ორჯერ გამოიტირა დედამისმა.
სისხლისგან დაცლილი მიიყვანეს არამიანცის კლინიკაში და როცა უნდა დაეწყოთ პაციენტის მოვლა, ისევ მანქანაში შეაგდეს და უკან, ციხის საავადმყოფოში დააბრუნეს.
რატომ ? იმიტომ რომ არავის არ უნდა გაეგო, რა მოხდა ციხეში.
გონება ბოლომდე არ დაუკარგავს.
უბრალოდ ვიწექი და “მამაო ჩვენოს” ვიმეორებდი გულში და ამან გადამარჩინაო.
ყველაზე მეტად ხელის მარჯვენა მტევანი ჰქონდა დაზიანებული და თითები ხორცზე ეკიდა მარტო.
ციხის ექიმს უთქვამს, ამის დრო არ მაქვს და მთლიანად მაჯაში მოვაჭრათო მტევანი.
ახალგაზრდა ექიმი ყოფილა მეორე, სახელი ვიცით გიორგი – და იმას შესცოდებია, ახალგაზრდა ბიჭია, ცოდვაა და მომეცით ნება და მე მივაკერებო.
მოკლედ ხუთივე თითი მიუკერა როგორც შეძლო (მადლობა მას).
მაგრამ სამ თითს ვერ ამოძრავებს.
საქართველოში უთხრეს რომ, მყესები ჰქონდა დაწყვეტილი და აღარაფერი ეშველებოდა.
საფრანგეთში გვითხრეს რომ ყველა მყესი ადგილზეა და ძვლების პრობლემაა და ოპერაცია დანიშნეს, ჰპირდებიან რომ თითებს აამოძრავებს,ოღონდ რამოდენიმე ოპერაციის შემდეგად, მათ შორის იგეგმება პლასტიკურიც.

ცამეტი წლის შემდეგ.

მე მაქვს უფლება, არ და ვერ ვიტანდე ნაციონალებს.
მე ყოველთვის ვიქნები მათი წინააღმდეგი.
მე მაღიზიანებს მათი მენტორული ტონი ტელეეკრანიდან.
მე მძულს მათი რეჟიმი.
მე ყველაფერი მესმის სახელმწიფოს შენებისას, მესმის გადაცდომებიც და შეცდომებიც, მაგარამ ვერასოდეს გავიგებ დახურულ სივრცეში (ციხეში) პატიმართან არაადამიანურ მოპყრობას.
როცა სტრასბურგის სასამართლო გეუბნება, რომ გადაცდომა გქონდა, ცალსახად მიგითითებს, რომ ადამიანის უფლებები დაარღვიე, ნება იბოძე, ბოდიში მაინც მოიხადე და პოლიტიკას აღარ გაეკარო…

და ბოლოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ბაჩო ახალაია “ციხის ბუნტის” ერთ ეპიზოდში გამართლდა (ბრავო, ოცნებავ !).

სულ ეს იყო, მადლობა…”

თეგები: დინა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

13:36 01-27-2023
თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

11:46 01-27-2023
ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

18:46 01-26-2023
Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი –  დაბრუნება“
ახალი ამბები

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

14:18 01-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved