• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:53 08-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

“როდესაც FDA-მ პფაიზერის ვაქცინას საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების დროებითი ლიცენზია მიანიჭა და როდესაც 15-დან ერთმა ექსპერტმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მახსოვს რას ვგრძნობდი; დავწერე კიდეც აქ, ფეისბუქზე, ნეტავ ვის უფრო მშვიდად დაეძინება ამ ღამით, 14-ს, თუ იმ ერთს მეთქი. პასუხისმგებლობა კოლოსალური იყო და წარმოდგენაც მიჭირდა მისი სიმძიმის გააზრებაზეც კი. მაგრამ გადაწყვეტილება მისაღები იყო.

საოპერაციოს აქვს ერთი ოქროს წესი, გადამწყვეტ სიტუაციაში, როდესაც მხოლოდ წამები გაქვს ადამიანის გადასარჩენად, არ უნდა გაიყინო; უნდა იმოქმედო. თუ ეჭვებმა და ყოყმანმა გაგყინა, მაშინ პაციენტი მოკვდება. სწორედ ამ დროს ხდება პროფესიონალის ინსტიქტებამდე გამჯდარი, წვრთვნის შედეგად ავტომატიზმამდე დასული ალღოს ამუშავება და მოქმედება იწყება. შესაძლოა პირველი მანევრები მცდარი იყოს, მაგრამ მოქმედება ანგრევს შიშისგან აშენებულ ყინულის ბარიერს და მერე უკვე გათავისუფლებული გონების ტალღა ენერგიულად უპირისპირდება პრობლემას. ასეთი პრინციპით მუშაობს პროფესიონალის გონება კრიტიკულ სიტუაციაში.

იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა.

გავიდა 8 თვეზე მეტი და მილიარდობით დოზით გაკეთდა გადამრჩენელი ვაქცინა; ყველაზე სანდო და ნაცადი ხერხით, ემპირიულად დამტკიცდა მისი უსაფრთხოება და მის მიერ გამოწვეული გართულებების უიშვიათესობა. გაქარწყლდა ბევრი ინტელექტუალი სკეპტიკოსის საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო თეორია. მოქმედებამ, მოძრაობამ ისევ გაამართლა.

ასეა. პროგრესი მხოლოდ გათვლილი, დასაბუთებული გარისკვის შედეგად მოდის. ასე ვითარდება მსოფლიოში ყველაფერი და მედიცინაც ვერ იქნებოდა განსხვავებული.

თვითმფრინავით ფრენა თუ გსურთ, მაშინ მასში ჩაჯდომის რისკები უნდა მიიღოთ!

წარმოიდგინეთ პროფესიონალი ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ტრანსატლანტიკური რეისის მომლოდინე საზოგადოებას გრაფიკულად დასურათებულ ლექციას უკითხავს ცნობილი საავიაციო კატასტროფების შესახებ. წარმოიდგინეთ?

შეედავებით? მოუსმენთ? გმირად ჩათვლით?

ჭკვიან, პასუხისმგებლიან ადამიანად მიიჩნევთ? თვითმფრინავით მოგზაურობის მსურველთ უტვინო ცხვრებს დაუძახებთ? განსჯა თქვენთვის მომინდია.

ერთი-ორი ადამიანი ალბათ შეყოყმანდება, ჩემოდნებს გამოითხოვს და შვებულებას გააუქმებს, დანარჩენები კი გაფრინდებიან.

ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი.

ისევ იფრენენ…”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved