• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილონ მასკმა 100 მილიონდოლარიანი კონკურსი გამოაცხადა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:04 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა XPrize-ის წარმომადგენელთან ერთად, $100 მილიონი საპრიზო ფონდის მქონე კონკურსი გამოაცხადა.

ინფორმაციას entrepreneur-ი ავრცელებს.

კონკურსი გლობალური კლიმატის ცვლილებას შეეხება. მისი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისეთი ნოვატორების მოზიდვაა, რომლებსაც ატმოსფეროსა და ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოდევნის და მისი გარდაქმნის ფართომასშტაბიან პროექტებზე მუშაობის სურვილი აქვთ.

კონკურსი 4 წლიანია. პირველ ეტაპზე აპლიკანტმა გუნდებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ და დაასაბუთონ რომ მათ წელიწადში, ატმოსფეროდან და ოკეანეებიდან 1000 ტონა ნახშირორჟანგის გამოდევნა და მისი უსაფრთხოდ შენახვა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე განიხილება ის, თუ რამდენად ქმედითუნარიანია პროექტი და შეძლებს თუ არა იგი წლიურად მილიონ ტონა „სათბურ აირთან“ გამკლავებას.

კონკურსის პირველ წელს ჟიურის წევრები 15 საუკეთესო აპლიკანტს გამოავლენენ, რომლებსაც ერთი მილიონი დოლარი გადაეცემათ. 4 წლის შემდეგ კი კომისის ერთ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ადასტურებს, რომ მისმა ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი წარმატებით ჩანერგა, რის შედეგადაც ცხოველს ვიდეოთამაშების თამაში მხოლოდ გონების ძალის გამოყენებით შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც.

მისი თქმით, 9 წლის მაკაკა, სახელად პაჯერი ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს და ამით ძალიან ბედნიერია. ამის დასამტკიცებლად Neuralink-მა ვიდეოც გაავრცელა, თუმცა კომპანია ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ილონ მასკის განცხადებით, ერთი თვის შემდეგ უკვე ორ მაიმუნს შეეძლება მხოლოდ გონების ძალით ეთამაშონ ერთმანეთს.

ილონ მასკს სურს იმ ადამიანებს, ვისაც თავის და ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმის გამო გარკვეული უნარები აქვთ დაკარგული, დაბრუნებაში დაეხმაროს. სტარტაპის წარმატების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სმარტფონების გამოყენებას გონების ძალის დახმარებით შეძლებენ.

კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიის შექმნაზე უკვე მეექვსე წელია მუშაობს.

თეგები: ილონ მასკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved