• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუდენტების პასუხი სინდისის პატიმართა ოჯახის წევრების მოწოდებაზე

ალია ავტორი - ალია
23:45 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,068

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ გმირთა მემორიალთან, 8 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას სტუდენტები უერთდებიან.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ისტორიულ დღემდე ერთი დღით ადრე მნიშვნელოვანია ქუჩაში საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვიდეს და თავისუფლების დაკარგვაზე ივანიშვილის რეჟიმს კვლავ უარი უთხრას.

სტუდენტების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ილიას სტუდენტური მოძრაობა, სეუს სტუდენტური მოძრაობა, ფრიუნისა და აგრუნის სტუდენტური მოძრაობა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, კონსერვატორია ევროპისთვის, თსსა-ის სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, ბასტიონი, მომავლის მკურნალები და თავისუფალი აუდიტორია მიიღებს.

სტუდენტები ყოველთვის იყვნენ ცვლილებების გამომწვევი ძირითადი ძალა, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. გვჯერა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის და იმ იდეისათვის, რომლისთვისაც ისინი ამჟამად უკანონოდ ციხეში სხედან.  

8 აპრილს, სინდისის პატიმრების ოჯახებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი და მტკიცენი. მივაგოთ პატივი გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს ქართული ეროვნული იდეისათვის. რუსულ რეჟიმს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გაუტეხელობით დავამარცხებთ.

9 აპრილი ისტორიული თარიღია, ესაა დღე გამარჯვებისა და თავგანწირვის. ესაა ის მონაპოვარი, რომლის დაკარგვის უფლება უბრალოდ არ გვაქვს.  გვჯერა, რომ ქართველი სტუდენტები ისევე, როგორც წარსულში, ახლაც იდგებიან ისტორიის სწორ მხარეს. გელოდებით!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. მათი თქმით, 8 აპრილს გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.

https://www.alia.ge/8-aprils-vathenebth-ghaames-erthad-sindisis-patimrebis-ojakhis-tsevrebi-sazogadoebriv-modzraobas-qmnian/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved