• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადება

ალია ავტორი - ალია
00:52 12-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჯაროდ არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია ე.წ. „უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ მოსალოდნელ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რამდენიმე ასპექტზე დამატებით ყურადღების გამახვილება.

უნივერსიტეტი, ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გარეშე, ფიქციაა, იდეისგან, იდენტობისგან გამოფიტული დაწესებულებაა, რომელიც არ/ვერ ემსახურება უნივერსიტეტის ძირეულ მიზნებს. უზარმაზარია დამოუკიდებელი, ავტონომიური უნივერსიტეტების წვლილი თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში, რადგან ეს არის თავისუფალი აზრის, მოსაზრებათა მრავალფეროვნების, დისკუსიის, კრიტიკული და ანალიტიკური სწავლებისა და კვლევის კერები. უნივერსიტეტი არ არის ადგილი მხოლოდ კონკრეტული ცოდნის შექმნის, გავრცელების/სწავლების თუ სწავლისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ცოცხალი ორგანიზმი, სივრცე, სადაც შესაძლებელია თავისუფლების თავისუფალი გააზრება, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, ყველაზე რთულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების გაცვლა, კამათი. ამიტომ უნივერსიტეტებში ნასაზრდოები თავისუფლება ძალიან გადამდებია, ინერციით გავრცელებადია, შესაბამისად, გავლენიანია.

სწორედ ასეთ პლატფორმაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი სამართლის სკოლა, მკაფიოდ გამორჩეული იდენტობით, რაც დემოკრატიული ღირებულებების უპირობო ერთგულებით განვითარებას გულისხმობს.

ჩვენი შეფასებით, დაგეგმილი რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს, ამასთან, ანგრევს საუნივერსიტეტო სწავლების კონკრეტული დარგების, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიღწეულ შედეგებს, სპობს ჯანსაღ კონკურენციას, გამოიწვევს სწავლების და კვლევის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას.

უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით ასეთი მასშტაბის ცვლილებების გაუმჭვირვალედ, შესაბამისი კვლევების, დარგის სპეციალისტების და, რაც მთავარია, თავად უნივერსიტეტის (მისი ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების) სათანადო ჩართულობის, აკადემიური საზოგადოების ნამდვილი მონაწილეობის გარეშე, მათი ნების იგნორირებით, კრიტიკულად მჭიდრო ვადებში გაუმართლებლად ფორსირებულად განხორციელება შეუძლებელია იყოს მინიმალურად პრეტენზიული კონსტიტუციასთან თავსებადობაზე.

დაგეგმილი ცვლილებები უპირისპირდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებს, ისე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტებს, რაც უგულებელყოფს განათლების უფლების პროგრესული რეალიზაციის სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებას.

გარდა ამისა, ასეთი კომპლექსური და ძირეული ცვლილებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო პროცესის დაჩქარებული წესით წარმართვა დამატებით ეწინააღმდეგება კანონშემოქმედების დემოკრატიულ პრინციპებს, აბსოლუტურად გამორიცხავს წარმოდგენილი საკითხების შინაარსობრივ და სიღრმისეულ განხილვას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ნაწილია მისი სამართლის სკოლა, რომელიც 15 წლის მანძილზე მუდმივად პროგრესირებს მისი თითოეული პროფესორის, მკვლევარის, ადმინისტრაციის თუ აპარატის წარმომადგენლების უდიდესი ძალისხმევის, შრომის შედეგად, ამასთან, სტუდენტების აქტიური ჩართულობით და ქმედითი თანამონაწილეობით. მის წარმატებულ სკოლად ჩამოყალიბებას, პროგრამების განვითარებასთან ერთად, განსაზღვრავს არაერთი ფაქტორი:

ა) სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველადი სპეციალიზებული წარმატებული სამაგისტრო პროგრამების ამოქმედება მიმართულებების მიხედვით;

ბ) საბაკალავრო პროგრამაზე გრანტით ჩარიცხულ სტუდენტთა მაღალი მაჩვენებელი; ასევე, მაღალია ჩარიცხულ სტუდენტთა მაქსიმალური სკალირებული და საშუალო ქულათა რაოდენობა;

გ) თანამედროვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ინტერდისციპლინური ინოვაციური საგნების, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების დანერგვა;

დ) თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული, სათანადო გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლების (მათ შორის, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების) მოზიდვა; ასევე პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებელთა მაღალი სამეცნიერო და კვლევითი მაჩვენებელი;

ე) იურიდიული კლინიკების შექმნა კერძო (ბიზნეს) სამართლის, საჯარო სამართლის და სისხლის სამართლის მიმართულებით; სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების კლინიკას სტუდენტების ჩართულობით ათეულობით წარმატებული საქმე აქვს ნაწარმოები და, ამ მხრივ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონეა;

ვ) სკოლის კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების ფუნქციონირება;

ზ) სადოქტორო პროგრამის ამოქმედება;

თ) ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა თუ კონკურსებში მიღწეული მაღალი/საუკეთესო შედეგები (სამართლის სკოლის სტუდენტურმა გუნდებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის, ტელდერსის, ვილემ ვისის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში და სხვ.);

ი) წარმატებული საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, მათ შორის, უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისა და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეების მონაწილეობით;

კ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში თუ სტუდენტურ კონფერენციებში სტუდენტთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი;

ლ) სასერტიფიკატო გამოცდების მაღალი შედეგები;

მ) მჭიდრო, მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება/განვითარება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან;

ნ) სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა პროფესიული ნიშნით დასაქმების მაღალი მაჩვენებელი;

ო) რეფერირებული საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის არსებობა და სხვ.

სამართლის სკოლა მუდმივად მუშაობს საიმისოდ, რომ იყოს საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირსეული კონტრიბუტორი ზოგადად სამართლის განვითარების პროცესში. იმავდროულად, გვჯერა, რომ განვითარება და ხარისხის ზრდა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს პროფესიაში შესაძლებელია მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, რასაც ობიექტურად გამორიცხავს იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობა და მაშასადამე, იურიდიული განათლების ცენტრალიზებული სახელმწიფო კონტროლი.

ზოგადად, პროგრამების (მათ შორის, სამართლის სკოლის) გაუქმება ფუნდამენტურად შეცვლის უნივერსიტეტის პროფილს, მიზნებს, განვითარების სტრატეგიას, შესაძლებლობებს, გადააქცევს მას თვისობრივად განსხვავებულ დაწესებულებად, სრულად უგულებელყოფს მის ყველა მიღწევას, გააფერმკრთალებს ან სულაც წაშლის მის საერთაშორისო ხილვადობას, ძირს გამოუთხრის მის კონკურენტუნარიანობას, კანონზომიერად გამოიწვევს აკადემიური პერსონალის თაობაზე მექანიკური და არა დამსახურებაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებას (უნივერსიტეტის ნებისგან დამოუკიდებლად). ასეთი შინაარსის და ინტენსივობის ჩარევა არ ტოვებს სივრცეს ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღებისთვის, გულისხმობს უნივერსიტეტის ნების სრულად იგნორირებას და მის აბსოლუტურად ჩანაცვლებას სახელმწიფოს ნებით, რაც არარად აქცევს უნივერსიტეტის ავტონომიას.

ავტონომიის კონსტიტუციური გარანტია ბოჭავს ხელისუფლებას შემხვედრი ვალდებულებით, არ განახორციელოს უნივერსიტეტის საქმიანობაში თვითნებური, მის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებაში ისეთი ინტერვენცია, რაც გამოფიტავს მის იდენტობას და დაუკარგავს თვითმყოფადობას. ზოგადად, გაუმართლებელი და გაუგებარია საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმება, რომელთა უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტებთან და განათლების პოლიტიკის ჩარჩოსთან სრული თავსებადობა ხელისუფლებას თავად აქვს დადასტურებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებით.

უნივერსიტეტის ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციის დონეზე საგანგებოდ დეკლარირების უმთავრესი დატვირთვა არის სწორედ, ამ თვალსაზრისით, წარსულის ნეგატიური, ავტორიტარული გამოცდილების გამეორების პრევენცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნის გამორიცხვა.

✍️ხელმომწერები:

– გიორგი პაპუაშვილი, პროფესორი, სამართლის სკოლის დეკანი
– ქეთევან ერემაძე, პროფესორი
– კონსტანტინე ვარძელაშვილი, პროფესორი
– დავით მაისურაძე, პროფესორი
– ზაზა მეიშვილი, პროფესორი
– მარინა მესხი, ასოცირებული პროფესორი
– მაია სულხანიშვილი, ასოცირებული პროფესორი
– ირაკლი ფორჩხიძე, ასოცირებული პროფესორი
– თამარ გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი
– თამთა მიქელაძე, ასოცირებული პროფესორი
– გიორგი მელაძე, ასოცირებული პროფესორი
– ვახტანგ მენაბდე, ასოცირებული პროფესორი
– კონსტანტინე ჩოკორაია, ასოცირებული პროფესორი
– თინათინ გოლეთიანი, ასოცირებული პროფესორი
– ონისიმე ცხომელიძე, ასისტენტ-პროფესორი
– თამარ კორძაია, მოწვეული ლექტორი
– ნინო ლიპარტია, მოწვეული ლექტორი
– კახაბერ ურიადმყოფელი, მოწვეული ლექტორი
– გიორგი ნონიაშვილი, მკვლევარი
– დავით ბაზერაშვილი, მოწვეული ლექტორი
– საბა ბრაჭველი, მოწვეული ლექტორი
– მიხეილ გაბუნია, მოწვეული ლექტორი
– სალომე გაგნიძე, მოწვეული ლექტორი
– თამარ გეგელია, მოწვეული ლექტორი
– ზურაბ გველესიანი, მოწვეული ლექტორი
– გიორგი გლაზოვი, მოწვეული ლექტორი
– თათა ერქვანია, მოწვეული ლექტორი
– შოთა თუთბერიძე, მოწვეული ლექტორი
– გიორგი კეკენაძე, მოწვეული ლექტორი
– გიორგი კონდახიშვილი, მოწვეული ლექტორი
– ალიკა კუპრავა, მკვლევარი
– ამირან მეშველიშვილი, მოწვეული ლექტორი
– ნათია მოგელაძე, მოწვეული ლექტორი
– მაია მუმლაძე, მოწვეული ლექტორი
– ლევან ოსაძე, მოწვეული ლექტორი
– დავით ოყროშიძე, მოწვეული ლექტორი
– თამარ ტატანაშვილი, მოწვეული ლექტორი
– სევდია უგრეხელიძე, მოწვეული ლექტორი
– გიორგი მუმლაძე, მკვლევარი
– მარგალიტა ფანჩვიძე, მოწვეული ლექტორი
– ნინო ქათამაძე, მოწვეული ლექტორი
– გულადი ქანთარია, მოწვეული ლექტორი
– ქეთევან ქაჩლიშვილი, მოწვეული ლექტორი
– ანტონ ქელბაქიანი, მოწვეული ლექტორი
– დათო ქოჩიაშვილი, მოწვეული ლექტორი
– მიხეილ ქურდოვანიძე, მოწვეული ლექტორი
– ირაკლი ჩომახაშვილი, მოწვეული ლექტორი
– დიანა ჩუბინიშვილი, მოწვეული ლექტორი
– ქეთევან ცხადაძე, მოწვეული ლექტორი
– გოგა ხატიაშვილი, მოწვეული ლექტორი
– ზურაბ ჯიბღაშვილი, მოწვეული ლექტორი
– დავით კვაჭანტირაძე, მოწვეული ლექტორი
– დავით სიხარულიძე, მოწვეული ლექტორი
– გიორგი ტაბატაძე, მოწვეული ლექტორი
– ფლორა ფაჩულია, მოწვეული ლექტორი
– მარიამ ჩორგოლაშვილი, მოწვეული ლექტორი
– გიორგი ცერცვაძე, მოწვეული ლექტორი
– ლია ჯალაღანია, მოწვეული ლექტორი
– თემური შენგელაია, მოწვეული ლექტორი
– დავითი ჭურღულია, მოწვეული ლექტორი
– ბაჩანა ჯიშკარიანი, მოწვეული ლექტორი
– ილია წიკლაური, მოწვეული ლექტორი
– თამარი მაღალაშვილი, მოწვეული ლექტორი
– მარიამი ტყეშელაშვილი, მოწვეული ლექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved