მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დაგლოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა. როგორც საპატრიარქოში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.
კომენტარები