• რეკლამა
  • კონტაქტი
23:47, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილია ღუდუშაურმა ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო და სახელმწიფო ინტერესები დააზიანა – საგამოძიებო

ალია ავტორი - ალია
14:23 01-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
468

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, – ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი – 8 525 876 ლარი შესთავაზა.

„აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“, – განაცხადა გუგა თავბერიძემ

თეგები: ილია ღუდუშაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved