“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი იმედზე და პოსტვზე, რაც პრაქტიკულად ამ “მედიების” დახურვაა
იხურება მათი პეიჯები FBზევერც ერთი ბანკი ვერ მოემსახურება ვერც ერთ ტვსიხურება იმედის მიერ შექმნილი რეიტინგების მთვლელი, რადგან კარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად რეკლამის ლეგალურად გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ვერც რეიტინგების გაყალბებასრეკლამის მიტანა არა მარტო საერთაშორისო ბრენდების, არამედ საერთაშორისო აფილაციების კომპანიების მიერაც კი, მათთვის ან ეგრევე უმძიმეს შედეგებს, ან უმძიმესი პოტენციალის რისკებს გააჩენსტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდებავერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან და ვერც მუქსი (ქართული ციფრული მაუწყებელი) ვეღარ მოახდენს მათ ტრანსლირებას (რამდენადაც მახსოვს, EBRDის კრედიტზეა მუქსის მფლობელი შპს)რუხაძის და სხვების წასვლა დამფუძნებლების და მენეჯერების თანამდებობებიდან “განწმენდის” ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაივლიან ვერც ერთი ბანკის KYC შემოწმებას – არათუ კრედიტებს ვერ აიღებენ ვერც თავად და ვერც ის იურიდიული პირები, სადაც რომელიმე მათგანი რაიმე ფორმით გამოჩნდება, არამედ მოქმედი ანგარიშებიც შეიძლება დაეხუროთ და ბარათები გაუუქმდეთ
იხილება დასანქცირებულების გაერთიანება რ2თან (რასაც ვულოცავ ამ უკანასკნელს), რაც რ2ის რეალურად გაუქმებაა (გეპეის და უნივერსიტეტის გაერთიანების არ იყოს). რატომ გონიათ ოღონდ, რომ რ2 დიდ ხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით. ყველაფერი წინ აქვს რ2ს და მის დამფუძნებლებს, ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას (რუხაძესავით), მაგასაც ვიხილავთ.














კომენტარები