ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ეს არის არაპირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ კრეისერ “მასკვასთან” ერთად ჩაიძირნენ რუსი მეზღვაურებიც.
დღეს სევასტოპოლში გაიმართა კრეისერთან გამომშვიდობების ცერემონია, სადაც მიიტანეს სამგლოვიარო გვირგვინი.
დააკვირდით მასზე არსებულ წარწერას “Москва” кораблю и морякам (“მასკვა” გემს და მეზღვაურებს).
ცერემონიალს ესწრებოდნენ ყოფილი სამხედრო მეზღვაურები და მღვდელი.
მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას, როგორც საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელს, არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.
ამიტომ დღემდე გაურკვეველია, რამდენი მეზღვაური ჩაიძირა, რამდენი გადარჩა, რამდენი დაშავდა და ა.შ.
ან ამ მეზღვაურებიდან არცერთს ან ოჯახის წევრი არ ჰყავს, ან მეგობარი, იმათ მაინც რომ მოიკითხონ?
მაგრამ არა. ისინი რომ ადამიანის სიცოცხლეს აფასებდნენ ან თანაგრძნობა შეეძლოთ, ეს ფაშიზმიც ხომ ვერ იარსებებდა?!
“იიი, რუსი ხალხი რა შუაშია” კი არა, თავშია, თავში!”
კომენტარები