ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ახობაძე:
ჩემს პოსტს დაათრევენ კედელ-კედელ და თურმე არაჰუმანური ვარ, როცა ტერორისტების ხოცვა მიხარია..
კიდევ ერთხელ დავწერ, ესეც ათრიეთყოველთვის ვუგულშემატკივრებ ტერორისტების ამოჟუჟვას. კი, ამერიკამ ძალის ენით ლაპარაკი რომ დაიწყო მიხარია!მეძახეთ ადამიანობა დაკარგული, მკიდია.კი, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გაიღვიძა და უმოქმედობიდან და აღშფოთების გამოხატვიდან გადაერთო ტერორისტების ლიკვიდაციაზე და ბოროტების ღერძის დაშლაზე!საკმარისია, რაც უდანაშაულო ქვეყნებმა და ერებმა ტანჯვა გამოიარეს!ტერორისტების ხელში, ბირთვული იარაღი და რაკეტები არ უნდა მოხვდეს. ამისთვის თუ კონვენციური ომი უნდა დაიწყოს, ესაა არჩევანი ცუდს და აპოკალიფსს შორის.მე ცუდს ვირჩევ.ხოდა, თქვენი ძალიან “კაცთმოყვარე” აზრები, თქვენთვის შეინახეთ!მე პირსისხლიანად ვუგულშემატკივრებ ამერიკას, ევროპას და ისრაელს!იიი… “ომის დაწყება როგორ უნდა გიხაროდეს….”თქვენი არ ვიცი და მე ცოცხალი ორგანიზმების იმ სახეობას მივეკუთვნები, რომელიც ბირთვულ რადიაციას ვერ უძლებს და კვდება. ამიტომ საღი აზრი მკარნახობს, რომ ბირთვული ომის საფრთხის განეიტრალება უნდა მიხაროდეს.ტერორისტი აიათოლების გლოვა თქვენ გააგრძელეთ!
GOD BLESS AMERICA!














კომენტარები