ქართული ოცნების წევრმა, ნინო წილოსანმა, ევროკავშირის მოსალოცი ვიდეოდან მხოლოდ ერთი კადრი ამოჭრა, სადაც პროევროპული აქციის ფონზე, ოცნების მიერ, აწ უკვე აკრძალული ფოიერვერკების ფონზე ჩანს საქართველოს დროშა და წერს:
რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე – დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?)
იგივეს გისურვებთ მეგობრებო.
ცნობისთვის, ევროკავშირის საელჩომ სახელმწიფო დროშის დღე ამ ტექსტით მოგვილოცა ქართველ ხალხს:
ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს — სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს.გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
“ვდგევარ კლდეზე და ვდარაჯობდროშებს, მრავალ ბრძოლანახულს,დროშებს, მომავალისათვისსაიმედოდ გადანახულს.” – გალაკტიონ ტაბიძე, 1908














კომენტარები