ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ამბობს:
“მე-11 თავში მე ვსაუბრობ მრავლობით მედიკამენტებზე, რომლებსაც ის იღებდა და რომლებსაც შეიძლება ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი. ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა ის რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისას, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგოდ მას მკურნალობა არ მისცემია, რაც ინარჩუნებდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას”, – თქვა ექსპერტმა.
კატონა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური, თუ ის მიმდინარეობს ადგილზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
კომენტარები